IC 2574: კოდინგტონის ნისლეული

  ვარსკვლავები პატარა არასწორი ფორმის გალაქტიკებშიც იბადებიან. ჯუჯა გალაქტიკა IC 2574-ში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების აშკარა ნიშნებია, რაზეც მოვარდისფეროდ მანათობელი წყალბადის ღრუბლები მეტყველებენ.


 როგორც დიდი გალქტიკების სპირალურ მკლავებში, ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების ტურბულენტური ზონები IC 2574-ში ვარსკვლავური ქარითა და ზეახლების აფეთქებათა ნარჩენებით არის სავსე. ზეახლები ვარსკვლავთშორის სივრცეში ახალ ნივთიერებებს ამატებენ და ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესებს უშვებენ. IC 2574 ჩვენიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და გალაქტიკა M81-ის გარშემო მყოფილ გალაქტიკების ნაწილად ითვლება. სამყაროს ეს შესანიშნავი კუნძული, სულ რაღაც 50 000 სინათლის წლის ზომით, 1898 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ კოდინგტონმა აღმოაჩინა და მის სახელსვე ატარებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.