NGC 3314: როცა გალაქტიკები ერთმანეთს ეფარება

 რატომ არ მოქმედებს ახლომდებარე გალაქტიკა, როგორც გრავიტაციული ლინზა შორეულ გალაქტიკაზე? ეს ეფექტი არსებობს, მაგრამ გალაქტიკები იმდენად ახლოსაა, რომ კუთხური წანაცვლება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავად გალაქტიკების კუთხური ზომა. “ჰაბლით” გადაღებულ ამ ფოტოზე, ხედვის ერთ ხაზზე განლაგებული ორ დიდი სპირალური გალაქტიკა არის აღბეჭდილი. უფრო ახლოს მდებარე NGC 3314a, სიბრტყით თითქმის მთლიანად ჩვენსკენ არის მობრუნებული, რომლის სპირალური ხვეული ვარსკვლავთა კაშკაშა გროვებით არის შემოფარგლული. NGC 3314b-ის ფონზე, მისი ვარსკვლავთშორისი მტვრის მუქი ზოლები უკეთ დაიმზირება. ორივე გალაქტიკა, ჰიდრას გალაქტიკათა გროვის კიდეზე მდებარეობს, დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან (მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე). გრავიტაციული ლინზირებით გამოწვეული დეფორმაცია ბევრად უფრო ადვილი შესამჩნევია, როცა მალინზირებელი გალაქტიკა უფრო პატარაა და უფრო შორს არის. ამ დროს, შორეული გალაქტიკის გამოსახულება იმდენად შეიძლება დამახინჯდეს, რომ მხოლოდ რკალების სახით მოგვევლინოს ახლომდებარე გალაქტიკის გარშემო. სწრაფი აელვარება, გამოწვეული ახლომდებარე გალაქტიკის ვარსკვლავთა გრავიტაციული ლინზირებით, უკან მდებარე გალაქტიკიდან მოსული სინათლის წამიერი გაძლიერებებია, რომლებზეც დაკვირვება მომავალში, მაღალი გარეჩევადობის მქონე ტელესკოპებით მოხდება (გალაქტიკებზე მოკლედ და ვრცლად; გრავიტაციული ლინზირება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.