ეიბელ 3827: გროვა-კანიბალი და გრავიტაციული ლინზა

 ერთი გალაქტიკაა თუ სამი? გალაქტიკათა გროვის — ეიბელ 3827,ჰაბლით” გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი გალაქტიკა საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება და სამი ცენტრი აქვს. დეტალური ანალიზით დადგინდა, რომ ეს არის ერთი შორეული გალაქტიკის სამი გამოსახულება, და ოთხამდე კიდევ უნდა არსებობდეს. შორეული ფონის მოცისფრო გალაქტიკიდან გამოსხივებული სინათლე რთულ გრავიტაციულ ველს გადის და სხვადსახვა გზით მოდის ჩვენამდე (გრავიტაციული ლინზირება). იმის შესწავლით, თუ როგორ გადახრის ეიბელ 3827-ის მსგავსი გროვები სინათლეს, მათში ბნელი მატერიის გადანაწილებაზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი („ჰაბლმა“ ბუნებრივ კოსმოსურ ტელესკოპში ჩაიხედა). ეიბელ 3827 ძალიან შორს არის, მისი წითელი წანაცვლება 0,1-ს უტოლდება, ანუ ეს სინათლე 1,3 მილიარდი წლის წინათ გამოსხივდა, დინოზავრებამდელ ეპოქაში (რა არის სინათლის წელი?). გალაქტიკებისთვის ჩვეული კანიბალიზმიდან გამომდინარე (ირმის ნახტომის “გენეალოგიური ხე”), ახლა, გროვის ცენტრალური გალაქტიკები უკვე ერთ გიგანტურ გალაქტიკად იქნება გაერთიანებული (ყველაფერი გალაქტიკების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.