Moriond 2012: ახალი ნაწილაკების ძებნა

შეგახსენებთ, რომ დ.ა.კ-ზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეცნიერებს საშუალებას აძლევენ აღმოაჩინონ მრავალი თეორიული მოდელების მიერ ნაწინასწარმეტყველევი ნაწილაკებიც. თუმცა, არანაირი ასეთი ნაწილაკი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

ხსენებულ პრესკონფერენციაზე ექსპერიმენტებით დაკავებული ჯგუფები სუპერსიმეტრიული ნაწილაკების(ჩვეულებრივი ოთხგანზომილებიანი სივრცის გაფართოება, სადაც სივრცული შემობრუნებით ფერმიონები ბოზონებად იქცევიან და პირიქით) ძებნის თემას შეეხენ, ჰიგსის უცნაურ ბოზონებს, რომლებიც ამ მექანიზმის არამინიმალური ვარიანტების დროს ჩნდებიან, ბნელი მატერიის ნაწილაკებს, ლეპტოკვარკებს, რეზონანსებს, ფერმიონების(ატომი) აგზნებულ მდგომარეობებს და ა.შ. ამ კვლევათა საერთო რეზულტატი ასეთია: დ.ა.კ-ზე მიღებულ მონაცემებში სტანდარტულ მოდელს გარეთ მყოფი არანაირი ნაწილაკები არ ჩანან.

რა თქმა უნდა, საერთო ფონზე რაღაც გადჭარბების კვალის დანახვა არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ჰიგსის ბოზონია. იმისათვის, რომ ის სხვა შესაძლებელი ნაწილაკებისგან განვასხვაოთ, აუცილებელია მისი თვისებების შემოწმება და თეორიებით ნავარაუდევ ნაწილაკებთან შედარება. პირველ რიგში, ეს დაშლის სხვა და სხვა არხების ალბათობას ეხება, რომლის გრაფიკიც კოლაბორაცია CMS-მა წარმოადგინა. გრაფიკზე განხილული იყო ჰიგსის ბოზონის ძებნა ხუთი სხვა და სხვა არხით ცალცალკე. ყოველი არხიდან გამოყოფილ იქნა მაქსიმალურად ნამდვილთან ახლო ”ჰიგსის სიგნალი”, შემდეგ კი ის გაიყო თეორიულად ნავარაუდევ მნიშვნელობაზე, სწორედ ეს შეფარდება იყო წარმოდგენილი გრაფიკზე. შეფარდება მნიშვნელოვნად განსხვავდება ნულოვანი მნიშვნელობისგან – ანუ მონაცემებში არის სიგნალი ახალი ეფექტის შესახებ. გრაფიკზე მიღებული წერტილები კი ერთიანის გარშემო ჯგუფდებიან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ობიექტის ქცევა ძალიან ჰგავს სტანდარტული მოდელის ჰიგსისეულ ბოზონს და არა რაიმე სხვა ნაწილაკს. ასე რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო პირველად შემოწმებული (შესაძლო) ჰიგსის ბოზონის თვისებები სტანდარტულ მოდელს ამტკიცებენ. შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები ყველაზე უფრო პესიმისტური სცენარით ვითარდება.

რაც შეეხება ტევატრონზე(რომელიც უკვე აღარ მუშაობს), აქაური სტატისტიკა ე.წ. ახალი ფიზიკის არსებობაზე ყველაზე უფრო მეტად შეიძლება მიუთითებს, დაფიქსირებულ ტოპ-ანტი-ტოპ-ასიმეტრიას(კოლაბორცია CDF, ა.შ.შ). CDF-მა ორჯერ გაზარდა სტატისტიკა, რომელზეც ეს ანალიზი ტარდებოდა. სტატისტიკა ძლიერ ტოპ-ანტი-ტოპ-ასიმეტრიაზე მიუთითებს, რომელიც ბოლოს ჩატარებულ ანალიზში ოდნავ შემცირდა, თუმცა მაინც არ ჯდება სტანდარტულ მოდელში.

CDF-ის ახალი შედეგები ინტრიგას აძლიერებენ: დ.ა.კ-ზე ხომ არანაირი ასიმეტრია, რომელიც სტანდარტულ მოდელს სცილდება, არ დაფიქსირებულა. მეორეს მხრივ, აქ დ.ა.კ-ი ტევატრონს ვერაფერს ”მიუთითებს”, რადგან ტევატრონი პროტონ-ანტიპროტონული(ანტიმატერია) კოლაიდერია, რის გამოც ასეთი ეფექტები მასზე უფრო ძლიერად მჟღავნდება, ვიდრე დ.ა.კზე. საინტერესოა რა შედეგით დამთავრდება დეტექტორ DZero-ზე(ტევატრონი) მიღებული ახალი შედეგების კველვა და მათი CDF-ის მონაცემებთან შედარება.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.