კოლაიდერში შავი ხვრელები ისევ არ გამოჩენილა

 დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე მკვლევარები ყველაფერთან ერთად ისეთ პუნქტსაც არ გამორიცხავენ, როგორიცაა ზოგიერთი ეგზოტიკური იდეების შემოწმება, რომლებიც თეორეტიკოსებმა წარმოადგინეს.

 ათი წლის წინ გამოთქმული იქნა ჰიპოთეზა იმის შსახებ, რომ გრავიტაცია რამდენიმე ტერაელექტრონვოლტზე შეჯახებების დროს შეიძლება ძალიან გაძლიერდეს, რაც კოლაიდერში მიკროსკოპული შავი ხვრელების გაჩენას და მომენტალურ დაშლას გამოიწვევს. ასეთი მოვლენების გამოყოფა სხვებისგან დაშლის პროდუქტების თავისებურებების მიხედვით ადვილი იქნებოდა, რაც კოლაიდერის საშუალებით გაკეთებულ შთაბეჭდავ აღმოჩენად ჩაითვლებოდა.

 მოვლენათა ძებნა, რომლებიც მიკროსკოპული შავი ხვრელების გაჩენა-დაშლისკენ მიუთითებს, კოლაიდერის მუშაობის პირველივე დღიდან დაიწყო. 2010 წელს, მიკრძალებული სტატისტიკის დაგროვების მერე, CMS-ის კოლაბორაციამ ამ ძებნის შედეგები გამოაქვეყნა: ხვრელების გაჩენის ნიშნები არ დაფიქსირებულა, თუ ისინი არსებობენ, მათი მასა რამდენიმე ტევ-ს აჭარბებს.

 ამჟამად დაგროვილი სტატისტიკა ასჯერ და მეტადაა გაზრდილი, რამაც ანალიზის სიზუსტის გაზრდა უზრუნველყო(ასე ვთქვათ, დეტექტორმა კიდევ უფრო მეტი იშვიათი მოვლენების დანახვა დაიწყო). შედეგები, თუმცა, არ შეცვლილა: ხვრელების გაჩენა და დაშლა ისევ არ ჩანს. ასეთი ხვრელების მასის ქვედა ზღვარი 3,8-დან 5,3 ტევ-მდე გაიზარდა. ამ მონაცემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ახლანდელი ენერგიით, კოლაიდერი უკვე ვეღარ შეძლებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.