ტევატრონმა თავისი სამუშაო დაასრულა

ადგილობრივი დროით 14:32 სთ-ზე შეწყდა მონაცემთა აღება, 14:38-ზე ბოლოჯერ მოხდა პროტონული კონების შთანთქმა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როცა ამაჩქარებლის მაგნიტები ოთახის ტემპერატურამდე გათბება, ტექნიკოსები მის დემონტაჟს დაიწყებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტევატრონის შესახებ აღარაფერს გავიგებთ. შეგროვებული მონაცემების ანალიზს არა ერთი წელი დასჭირდება, პერიოდულად მოხდება ახალი სტატიების გამოქვეყნებაც.

 

ტევატრონის ორი ამაჩქარებელი რგოლი. 

ტევატრონის მეცნიერეული მიღწევები ფიზიკოსებში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევენ. ერთის მხრივ, მისი დახმარებით შეიცვალა ფიზიკა ადრონულ კოლაიდერებზე ბოლო 30 წლის განმავლობაში. ტევატრონზე მოხდა ტოპ-კვარკის აღმოჩენა, რომელიც შემდეგ ეკზოტიკიდან ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედებების კვლევის საუკეთესო სშუალებად გადაიქცა. მგლითად, ახალი ფიზიკის შესაძლებელი გამოვლენის ყველაზე დიდი ეჭვი სწორედ ტოპ-კვარკზე დაკვირვებების დროს გაჩნდა, კერძოდ კი ტოპ-ანტიტოპ ასიმეტრიით(დიდ ადრონულ კოლაიდერზე ეს ასიმეტრია არ დამტკიცდა). ტევატრონზე აღმოაჩინეს და შეისწავლეს ახალი მძიმე ადრონები(ატომი). საერთოდ კი ტევატრონზე მიღებულ შედეგებს არა ერთხელ გაუოცებია თეორეტიკოსები(დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ცერნის კურიერში).

მეორეს მხრივ, ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ ტევატრონზე ვერ მოხერხდა ვერც ჰიგსის ბოზონის და ვერც ახალი ფიზიკის აღმოჩენა. ტევატრონმა საშუალება მისცა ფიზიკოსებს აკურატულად შეემოწმებინათ სტანდარტული მოდელი, თუმცა ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რომელ უფრო ფუნდამენტურ თეორიას შეიძლება ეფუძნებოდეს ეს მოდელი. პასუხებს ახლა უკვე დიდი ადრონული კოლაიდერიდან უნდა ველოდოთ. აქედან კი სიახლე ჯერჯერობით ისაა, რომ კოლაიდერის ყველაზე პატარა დეტექტროზე(TOTEM) მოხდა პროტონების მთლიანი და დრეკადი შეჯახების კვეთის ზუსტი გაზომვა, რომელიც შემდგომი ფუნდამენტური კვლევებისთვისაა საჭირო.

დეტექტორი TOTEM-ი(LHC).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.