სიცოცხლისათვის შესაფერისი ეკზოპლანეტებისა და ასეთივე პირობების მქონე მათი თანამგზავრების ძებნა გრძელდება. რას აღმოაჩენენ ასტრონომები სხვა პლანეტებზე?
კატეგორია: ეგზოპლანეტები
დედამიწის ზომის პლანეტა ნაპოვნია! მაგრამ…
მეცნიერთა აზრით სიცოცხლე რომ წარმოიშვას, პლანეტაზე უნდა იყოს სამი “ინგრედიენტი”: ორგანული მოლეკულები, რომლებსაც კომპლექსური სტრუქტურების ფორმირება შეუძლიათ, ამ მოლეკულებისათვის იმდენი ენერგია, რომ მათ დაიწყონ რხევა და თხევადი წყალი. არსებობენ დედამიწის მაგვარი პლანეტები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ ეს სამი მარაგი.
ახლად აღმოჩენილი 18 ეკზოპლანეტა
ასტრონომებმა ახლახანს აღმოაჩინეს 18 ახალი პლანეტა (ეკზოპლანეტა). ყოველი მათგანი იუპიტერის ზომის გაზის გიგანტია და ბრუნავენ ვარსკვლავის გარშემო, რომელიც ჩვენს მზეზე დიდია.
”კეპლერმა” პატარა პლანეტა აღმოაჩინა
კოსმოსურმა ტელესკოპმა ”კეპლერმა” აღმოაჩინა პლანეტა, რომლის რადიუსი 1,6-ჯერ მეტია დედამიწისაზე, მასით კი დაახლოებით 10-ჯერ მეტი(National Optical Astronomy Observatory).
გაზრდილი სასიცოცხლო ზონა წითელი ვარსკვლავების გარშემო
ასტრონომებმა, წითელი ჯუჯების გარშემო, სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ზონის რადიუსი გაზარდეს, რეგიონისა, რომელშიც მყოფ პლანეტაზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა (arXiv.org).
ასტრონომებმა მიწისმაგვარი პლანეტები დაითვალეს
ასტროფიზიკოსმა უესლი ტრაუბმა რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(JPL) დაადგინა, რომ მზისმაგვარ ვარსკვლავთა მესამდს ორბიტაზე აქვს ეკზოპლანეტა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას. მისი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
ვარსკვლავი თავის პლანეტას რენტგენის სხივებით წვავს
ასტრონომებმა დაადგინეს, რომ გაზური გიგანტი COROT-2b 100 000-ჯერ მეტ რენტგენულ ნაკადს იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან გამოსხივებულ რენტგენის სხივებს. ეს გამოსხივება პლანეტას საკმაოდ მაღალი სიჩქარით აორთქლებს.
ანგარიში 50 ეკზოპლანეტის შესახებ
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის( ESO) ასტრონომებმა კონფერენცია ” Extreme Solar Systems“-ზე შვეიცარიაში, წარმოადგინეს 50 ახალი ეკზოპლანეტის სია, რომლებიც მათ სპექტროგრაფ HARPS-ისშუალებით აღმოაჩინეს.
ევროპის სამხრეთული ობსერვატორია განცხადებას „უცხო-პლანეტებზე“ 12 სექტემბერს გააკეთებს
ევროპის ობსერვატორია აცხადებს, რომ ის 12 სექტემბერს დაასახელებს იმ მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომელიც სხვა პლანეტებთანაა დაკავშირებული.