ეს კოსმოსური სცენა, 70 მილიონი სინათლის წლის იქეთ, ელვარე ვარსკვლავის – რეგულის მახლობლად, სექსტანტის თანავარსკვლავედის მიმართულებით ხდება. NGC 3169-ის ლამაზი მკლავები მოქცევის ძალების შედეგად გამრუდებული კუდებით ბოლოვდება, რაც მის მეზობელ NGC 3166-თან გრავიტაციული ურთიერთქმედებით არის გამოწვეული. სამყაროს ჩვენი ნაწილის ბევრი ელვარე გალაქტიკა არის იგივე დღეში ჩავარდნილი. ამ გალაქტიკური ჯგუფის ღრმა ფერად გამოსახულებაზე კარგად ჩანს გარე მხარეებზე გამოჭრილი ვარსკვლავური თაღები – გრავიტაციული ურთიერთქმედების მოწმობა. გამოსახულება 20 კუთხური წუთის ზომის სივრცეს მოიცავს, ანუ გალაქტიკამდე მანძილის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით 400 ათასი სინათლის წელი იქნება. გვერდიდან, პატარა და უფრო სუსტად მანათობელი NGC 3165-ის დანახვაც არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ გალაქტიკა NGC 3169 სპექტრის ყველა დიაპაზონში ასხივებს, რადიოდან რენტგენის ჩათვლით, რაც მის აქტიურ გალაქტიკურ ბირთვზე მიუთითებს, რომელიც ცენტრში ზემასიურ შავ ხვრელს (1) მალავს.
ჩახლართული გალაქტიკა NGC 3169
Posted by