მთავარი ასტრონომი არამიწიერი ცივილიზაციების მაძიებელი ინსტიტუტიდან SETI, სეთ შოსტაკი, არესიბოს ტელესკოპით უკვე ნახევარი საუკუნეა უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალის დაჭერას ცდილობს. მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ, რომ სიცოცხლე სხვა პლანეტებზე შესაძლებელია სულ სხვანაირი იყოს: დაწყებული მცენარეებიდან, რომლებიც სხვა სპექტრის სინათლეს შთანთქავენ, დამთავრებული ცხოველებით, რომლებიც არაჩვეულებრივ გარემოში ევოლუციონირებენ. სიცოცხლე შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა ტიპის გენეტიკურ კოდზე განვითარდეს და იყოს მთლიანად განსხვავებული ალტერნატიული ბიოქიმიისაგან(სიცოცხლე სილიციუმის საფუძველზე, უწყლო სიცოცხლე).
ალენის ტელესკოპების სისტემა(ATA)- პირველი სისტემა, რომელიც კოსმოსიდან მომავალი ხელოვნური სიგნალების მისაღებადაა შექმნილი. ATA სამი წლის წინ ამუშავდა. ის საგრძნობლად გაზრდის პროგრამა SETI-ის კვლევის ზონას ცაზე. სეთ შოსტაკი აქედან მიღებულ მონაცემებზეც მუშაობს.
არამიწიერმა ცოცხალმა არსებებმა ევოლუციის უფრო დიდ გზაზე, ვიდრე ჩვენია, შესაძლებელია მიაღწიეს უდიდეს ტექნიკურ პროგრესს და შექმნეს მანქანები ხელოვნური ინტელექტით, რომლებმაც ცოცხალ არსებათა ცივილიზაცია მანქანურით შეცვალეს. მანქანური ცივილაზაცია არ იქნება შემოფარგლული დედამიწის მაგვარი პლანეტის ზედაპირით. ის იქეთ დაიწყებს მიგრირებას, სადაც მისთვის ყველაზე საინტერესო ორი მთავარი რამაა – ნივთიერება და ენერგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანური ცივილიზაცია უნდა ვეძებოთ ახალგაზრდა, ცხელ ვარსკვლავებთან და გალაქიკურ ცენტრებთანაც კი.
შოსტაკი ამბობს, რომ გზავნილის ძებნა-დეკოდირება, უცხო და მოაზროვნე მანქანებისაგან უფრო რთული იქნება, ვიდრე ბიოლოგიური მოძმეებისაგან გამოგზავნილი სიგნალის მიღება და გაშიფვრა. სამაგიეროდ, ახალი მიდგომა, შესამჩნევად ზრდის ასტრონომული ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა მხარესაც ტელესკოპები უნდა მივმართოთ.