დიდი მდუმარება

 მეზობელ პლანეტარულ სისტემებში უცხო ცივილიზაციებისგან მომავალი სიგნალების ძებნა წარუმატებლად დამთავრდა. ეთერი ცარიელია – იმედი მაინც რჩება.

  რაც უფრო მეტია ტელესკოპის გარჩევის შესაძლებლობა – მით უფრო მცირე დეტალების დანახვა შეუძლია მას. ”ჰაბლის” ეს მონაცემი, მაგალითად, 100 კუთხურ მილიწამს უტოლდება. ეს შთამბეჭდავი რიცხვია – თუმცა არა საუკეთესო არსებულთა შორის. დღეისათვის მაქსიმალური შესაძლებლობები ინტერფერომეტრულ რადიოტელესკოპებს გააჩნიათ.

 გარჩევის შესაძლებლობა ტელესკოპის ზომით განისაზღვრება – ზეგრძელი ბაზის მქონე რადიოინტერფერომეტრია რამდენიმე ტელესკოპის გაერთიანების საშუალებას იძლევა, რომლებიც ერთმანეთს ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი. ამ ინსტრუმენტების შესაძლებლობა ჰაბლისაზე გაცილებით მეტია.

  წითელი ჯუჯა Gliese 581-ზე დეტალური დეკვირვებისთვის ავსტრალიელმა მეცნიერებმა სწორედ ასეთი ინტერფერომეტრი გამოიყენეს, ვარსკვლავი 20 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მის სისტემაში ჩცვენთვის ცნობილი 6 პლანეტაა, ხოლო სამი მათგანი სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში უნდა იმყოფებოდეს. შეიძლება მათზე სიცოცხლე არის, იქნებ სისტემიდან მომავალი მოწესრიგებული რადიოსიგნალების ბუნებრივი სიგნალებიდან გამოყოფა მოხერხდეს, რომელსაც იქ მცხოვრები განვითარებული ცივილიზაცია ქმნის.

 ამ საქმით ავსტრალიელი ასტრონომები დაკავდნენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არა ამ სიგნალების აღმოსაჩენად, არამედ ზეგრძელი ბაზების რადიოინტერფერომეტრიის შესაძლებლობების გასარკვევად. მათ განკარგულებაში იყო შესაფერისი ინსტრუმენტი: Australian Long Baseline Array, სამი რადიოტელესკოპი, ასობით კილომეტრიანი დაშორებებით, რითაც მათი საერთო შესაძლებლობა ჰაბლისას უტოდებოდა.

 მონაცემების მიღება 1500 მეგაჰერცზე, 2007 წლის ივნისში, 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა(რატომ გამოქვეყნდა ნამუშევარი ასე გვიან, ავტორები არ აზუსტებენ). Gliese 581-ის მთელი ”რადიოხმაურის” ანალიზის მერე 222 პოტენციურად მოწესრიგებული სიგნალი გამოვლინდა, თუმცა მათი შესწავლით დადგინდა, რომ ეს აქაური თანამგზავრებიდან მიღებული ხარვეზები იყო.

 სამწუხარო ფაქტია, თუმცა ეს არ გამორიცხავს Gliese 581-ის პლანტებზე სიცოცხლის და არც განვითარებული ცივილიზაციების არსებობის შესაძლებლობას, ცივილიზაციებისა, რომლებიც კომუნიკაციისთვის რადიოტალღებს იყენებენ. მიღებული შედეგი ჩვენი ტექნიკის მგრძნობელობის ზღვრულ შესაძლებლობაზე უფრო მეტყველებს, ის სიგნალის ისეთ სიმძლავრეს მოითხოვს, რომელზეც მისი მიღება და აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ეს მოანაცემი უნდა ყოფილიყო 7 მეგავატი/ჰერცი, ანუ შემთხვევითი სიგნალის მიღების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, თუ მოაზროვნე არსებებმა ის(ერთი მიმართულებით) ისეთი ტელესკოპით რა გადმოსცეს, როგორიც არესიბოს ტელესკოპია და რომლითაც ჩვენ, დრო და დრო, წინასწარ განსაზღვრული მიმართულებებით რადიოტალღებს გადავცემთ ხოლმე (როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?).

 ყოველივე ეს მომავალში ისეთი მაღალი მგრძნობელობის ტელესკოპების შექმნას არ გამორიცხავს, რომლებითაც შემთხვევითი, სხვა პლანეტაზე რადიოკავშირისთვის გამოყენებული სიგნალების მიღება იქნება შესაძლებელი. ნამუშევრის ავტორები გეგმავენ მცდელობის განმეორებას კიდევ უფრო ძლიერი ინტერფერომეტრით – Square Kilometre Array, რომლის ტელეკოპები ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკაში იქნება განთავსებული, რითაც მათი შესაძლებლობა ყველა დანარჩენ ანალოგზე 50-ჯერ მეტი იქნება. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ასეთნაირად Gliese 581-იდან მიღებისათვის ხელმისაწვდომი რადიოსიგნალის სიმძლავრე რამდენიმე კილოვატ/ჰერცამდე შემცირდება.

 Gliese 581 მზის მახლობელი ერთად-ერთი სისტემა არ არის და იმედია, რომ ახალი ინტერფერომეტრი სხვა პლანეტიდან მომავალ აქამდე გაუგონარ რადიოტრანსლიაციას მოგვასმენინებს(SETI).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.