სამყაროს შემადგენლის 70% ბნელ ენერგიაზე მოდის, ბნელ მატერიაზე კი 25%. ამ ორი სუბსტანციის ბუნება ახლაც გაურკვეველი რჩება, თუმცა, როგორც ჩანს, პრაქტიკულად დამზერადი ზემოქმედებებიდან გამომდინარე, ორივე მართლაც უნდა არსებობდეს. მათი არსებობის დამადასტურებლად, ამ ეტაპზე, ორი მთავარი ფაქტორი მეტყველებს – სამყაროს აჩქარებული გაფართოება(ბნელი ენერგია) და გალაქტიკების, მათი გროვებისა და ზეგროვების მთლიანობის შენარჩუნება(ბნელი მატერია). დარჩენილი მცირედი – 5%, ჩვეულებრივ, იგივე ბარიონულ(ბერძნ. მძიმე. ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც) მატერიაზე მოდის. მისი 10% გალაქტიკებშია გადანაწილებული, 60% კი გალაქტიკათშორის სივრცეში გაფანტული გაზისა და ღრუბლების სახით არის წარმოდგენილი. ეს მონაცემები აპარატურის დახვეწასთან ერთად ზუსტდება, იმ პატარა 5%-ისაც, რომლისგანაც ჩვენ, გაზისა და მტვრის ღრუბლები, პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები შედგება. ამ დრომდე, მეცნიერებს, დიდი აფეთქების დროს გაჩენილი ჩვეულებრივი მატერიის მოლოდ ორი მესამედის იდენტიფიცირება შეეძლოთ, რაც ბარიონული მატერიის დანაკლისის პრობლემის სახელით არის ცნობილი(პირველ ფოტოზე წარმოდგენილი სამყაროს ნაწილის გრაფიკულ გამოსახულებაზე ნათელი ძაფები გალაქტიკების გროვებია, ხოლო მათ შორის სიცარიელეები ე.წ. ვოიდები – კოსმოსურ უდაბნოში ვცხოვრობთ).
დაკარგული ნაწილი, გალაქტიკათშორის სივრცეში იქნა აღმოჩენილი – 1 მილიონ გრადუსამდე გაცხელებული ჟანგბადის ”ძაფების” სახით.
2012 წელს, მენციერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ დაკარგული ბარიონული მატერიის 30%, უზარმაზარი კოსმოსური აბლაბუდის მსგავს სტრუქტურებში უნდა ყოფილიყო თავმოყრილი – ე.წ.WHIM(თბილ-ცხელი გალაქტიკათშორისი სივრცე). WHIM-სტრუქტურების საძებნელად მეცნიერებმა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კაშკაშა კომსოსური ’შუქურა”, კვაზარი 1ES 1553 გამოიყენეს, რომლის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი დიდი რაოდენობით მატერიას შთანთქავს და გარემო სივრცეს ანათებს(კვაზარი).
დაკვირვება კოსმოსური ტელესკოპებით მიმდინარეობდა – ”ჰაბლი”(ინფრაწითელი, ხილული, ულტრაიისფრი) და ”XMM-ნიუტონი”(რენტგენი). კვაზარის კაშკაშა სინათლე, მასა და ჩვენ შორის არსებულ კოსმოსს ანათებს, ხოლო ამ სინათლის სპექტრში კი იონიზირებული ჟანგბადის სპექტრული ”ხელმოწერა” დაიმზირება. მიღებული მონაცემების გამოყენებით, ჟანგბადის ”ძაფების” სიმკვრივე დადგინდა, ხოლო სამყაროს მოცულობასთან ფარდობაში ამ დრომდე დაკარგული ბარიონული მატერიის ზუსტად ის 30% მოიძებნა.
სავარაუდოდ, მილიარდობით წლების განმავლობაში, გალაქტიკათშორის სივრცეში ეს ჟანგბადი ვარსკვლავბისა და კვაზარების მიერ გალაქტიკების წიაღიდან ”ნიავდებოდა”, რამაც მისი უზარმაზარი გროვების წარმოქმნა გამოიწვია. დამატებითი მონაცემების მისაღებად, რომლითაც ამ დასკვნებისა და თეორიების დადასტურება უნდა მოხდეს, მეცნიერებს თავიანთი ტელესკოპების მიბრუნება განსაკუთრებით ელვარე სხვა კვაზარების მიმართულებითაც მოუწევთ(ბნელი მატერია და დაკარგული მასა; .