ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“

 ამერიკელმა, ფრანგმა და ებრაელმა ასტროფიზიკოსებმა, ლოკალური (ახლო) სამყაროს რუკა შეადგინეს, რითაც ზეგროვის საზღვრების დადგენა შეძლეს, ზეგროვისა, რომელსაც „განუზომელი ზეცა“ უწოდეს (ლანიაკეა – ჰავაიელების ენაზე).

 ლანიაკეა შემოსაზღვრავს სივრცეს, რომლის დიამეტრი 160 მეგაპარსეკია (522 მლნ.სინ.წ.), რაც ირმის ნახტომის დიამეტრზე 5000-ჯერ მეტია. ზეგროვის მასა, ჩვენი გალაქტიკის მასას ასი ათასჯერ აჭარბებს.

 რუკის შედგენისას მეცნიერებმა ყოველი ცალკეული გალაქტიკის მოძრაობა გაითვალისწინეს. თვითონ გალაქტიკები გროვებს წარმოქნიან, გროვებს შორის კი სიცარიელეებია, ე.წ. ვოიდები, მატერიისგან თავისუფალი ადგილები.

 სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ სამგანზომილებიან ვიზუალიზაციაში, ლოკალური სამყაროსთვის დამახასიათებელი სტრუქტურები ჩანს.

 რუკის შესადგენად, გალაქტიკათა ყველაზე დიდი კატალოგი – Cosmicflows-2 იქნა გამოყენებული. „განუზომელი ზეცა“ 8000-მდე გალაქტიკას მოიცავს, რომელთა შესახებაც მონაცემები Cosmicflows-2-ში არის ხელმისაწვდომი.

 ლანიაკეაში თავმოყრილ გალაქტიკათა რეალური რაოდენობა ზემოთ ხსენებულ რიცხვს რამდენიმეჯერ აჭარბებს, თუმცა, ასტრონომებმა მათი გადაადგილებების შესახებ მონაცემების შეგროვება ვერ შეძლეს. ლანიაკეა, ქალწულისა და სხვა ზეგროვებს მოიცავს, ასევე, დიდ ატრაქტორს.

 ირმის ნახტომი ქალწულის ზეგროვაშია, მისი მასა გალაქტიკისაზე ათასჯერ მეტია. მზიდან 65 მეგაპარსეკის (212 მლნ.სინ.წ.) მანძილზე მდებარე დიდი ატრაქტორი გრავიტაციულ ანომალიას წარმოადგენს, ზემოქმედებს ლინიაკეას გალაქტიკების მოძრაობაზე. მისი სტრუქტურა ახლაც გაურკვეველი რჩება. სავარაუდოდ, ბნელი მატერიის გროვა უნდა იყოს, ან გალაქტიკათა ზეგროვა, რომელიც დედამიწიდან ძნელად დაიმზირება (სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.