მზიური ციკლების პროგნოზირების ახალი მეთოდი

 ამერიკელმა მეცნიერებმა, მზის აქტიურობაზე თვალთვალისთვის საჭირო ახალი მარკერები მოძებნეს. პატარა, ოღონდ ელვარე ლაქები, მზის შიდა მაგნიტური ველების ევოლუციზე დაკვირვების საშუალებას იძლევა (nasa).

 მზიური ციკლის განმავლობაში, ლაქებს ეკვატორისკენ გადადგილების ტენდენცია აქვს. არსებული თეორიის მიხედვით, ორი სიმეტრიული ნაკადი ვარსკვლავის ორივე პოლუსიდან ეკვატორისკენ არის მიმართული, სადაც მზის სიღრმეში იძირება, ხოლო შემდეგ ისევ უკან, ზედაპირზე მოძრაობით პოლუსებისკენ მიგრირებს.

 პროცესი, მაგნიტური ველის დამახასიათებელი ცვლილებებით მიმდინარეობს. უშუალოდ დედამიწიდან დამზერადი მზიური ლაქები, მნათობის ატმოსფეროში ხვეულებიან ნაკადებთან სინქრონულად მოძრაობს. სწორედ ამ ლაქებზე თვალთვალით მოხერხდა მზიური აქტიურობის ცვლილების დამზერა.

 მნათობის აქტიურობის გასული და ახლა მიმდინარე ციკლის განვითარების შესწავლისას, მეცნიერების ყურადღბა ელვარე ლაქებმა (bright points) მიიპყრო, რომელთა გადაადგილებებზე დაკვირვებით, მზიური აქტიურობის ციკლების ხანგრძლივობის დროითი ინტერვალების დადგენდა მოხერხდა.

 კვლევის ავტორთა აზრით, ციკლის სშუალო ხანგრძლივობა 19 წელიწადს უტოლდება და 16-დან, 21 წლამდე ვარირებს (საუბარია გაორმაგებულ შვაბეს ციკლზე (11 წელი)). მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი დასკვნები, მზის აქტიურობაზე მომავალი დაკვირვებებით უნდა დამტკიცდეს.

 ”ახლა უკვე მზის ატმოსფეროში არსებულ ელვარე წერტილებზე დაკვირვება შეგვიძლია, რომლებიც ტივტივაზე გამობმულ ღუზებს ჰგავს და სიღრმეში მიმავალი პროცესების მოწმეები არიან. ისინი, მზის სიღრმეებში მიმდინარე მოვლენების სურათზე გვიქმნიან წარმოდგენას” – ამბობს სკოტ მაკინტოში, კვლევის ერთ-ერთი ავტორი (მზე სუსტდება?!; მზე; “ორსართულიანი” კონვექცია მზეზე; გადატრიალება მზეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.