კოსმოსურ უდაბნოში ვცხოვრობთ

 კოსმოლოგიური თვალსაზრისით, ირმის ნახტომის სამყოფელი არაფრით გამორჩეულ გარეუბანს შეიძლება შევადაროთ. მის გარშემო დაუსახლებელი, ცარიელი სივრცეებია, ხოლო უახლოეს ”საცხოვრებელ რაიონამდე” ძალიან დიდი ხნის სავალია.

 ჯერ კიდევ 2013 წელს, ვისქონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ასტრონომმა, ემი ბარჯერმა და მაშინ ჯერ კიდევ მისმა სტუდენტმა, რაიან კინანმა, კველა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, სამყაროს მასშტაბებთან კონტექსტში, ჩვენი გალაქტიკა უზარმაზარ სიცარიელეშია, კოსმოსის რეგიონში, სადაც გაცილებით მცირე რაოდენობის გალაქტიკები, ვარსკვლავები და პლანეტებია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს.

 ბენ ჰოჰზაითაიზის მიერ ჩატარებული ახალი კვლევით, რომელიც ასევე ბარჯერის მოსწავლეა, არა მარტო ამტკიცებს იდეას იმის შესახებ, რომ კოსმოსის ქსოვილის ნახვრეტში ვცხოვრობთ, რომელიც ყველში არსებულ სიცარიელეებს შეიძლება შევადაროთ, ჰაბლის მუდმივის მნიშვნელობის შესახებ კამათის შეწყვეტის საშუალებასაც იძლევა, ანუ საზომი ერთეულის შესახებ, რომლითაც კოსმოლოგები სამყაროს გაფართოების სიჩქარეს ზომავენ (სამყაროს გაფართოების სიჩქარე ისევ არ ვიცით).

 სხვადასხვა მეთოდებით გაზომვისას, ჰაბლის მუდმივის განსხვავებული მნიშვნელობა მიიღება. თუ ჩვენი გალაქტიკა ზემოთ ხსენებულ სიცარიელეში მდებარეობს, საკამათოც აღარაფერია, რადგან ახლოს მდებარე ზეახლებზე დაკვირვებითა და რელიქტურ გამოსხივებაზე დაკვირვებით მიღებული მნიშვნელობა განსხვავებული იქნება. თუ ირმის ნახტომი სიცარიელეშია, მაშინ მის ფარგლებს გარეთ გალაქტიკის მატერიის მიზიდულობა უფრო ძლიერ ზეგავლენას მოახდენს, რაც მიღებულ შედეგებზეც აისახება.

 ახალი კვლევა, ჩვენს მიერ სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურების უკეთ აღქმის უფრო დიდი პროექტის ნაწილია. კოსმოსის სტრუქტურა ყველს ჰგავს, ჩვეულებრივი მატერიის ხვრელებითა და ბოჭკოსმაგვარი სტრუქტურებით. ბოჭკოები, გალაქტიკების გროვებისა და ზეგროვებისგან შედგება, ეს გროვები კი ვარსკვლავების, გაზ-მტვროვანი ღრუბლებისა და პლანეტებისაგან.

 ჩვენი გალტიკა სიცარიელეში მდებარობს ე.წ. ვოიდში, რომელსაც KBC (კინანი, ბარჯერი, ქოუი)-ვოიდს უწოდებენ. საშუალოსტატისტიკურ ვოიდთან შედარებით, ის შვიდჯერ დიდია, მისი რადიუსი დაახლოებით 1 მილიარდი სინათლის წელია. ამ მომენტისთვის ის ცნობილთა შორის ყველაზე დიდი ვოიდია. ჰოჰზაითის კვლევა გვიჩვენებს, რომ KBC-ვოიდი სფეროს ჰგავს, რომლის ზედაპირი გალაქტიკების, ვარსკვლავებისა და სხვა მატერიისგან შედგება (ვოიდი; ვოიდები გვატყუებენ?!; 10 უდიდესი ობიექტი სამყაროში; სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.