სამყაროს გაფართოების შესახებ

სამყაროს გაფართოების შესახებ

 ვუმზერთ რა შორეულ სამყაროს, ყველგან გალაქტიკებს ვხედავთ, ყველა მიმართულებით, მილიონობითა და მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე. თუ გალაქტიკათა რაოდენობა 2 ტრილიონია, რომელთა დანახვაც ჩვენ შეგვიძლია, მაშინ მთლიანობაში, რაც მათ იქეთ არის, გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ აქამდე დამზერილი ყველა გალაქტიკა ერთსა და იმავე წესს ემორჩილება: რაც უფრო შორსაა გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად გვშორდება ის. ეს ფაქტი ჯერ კიდევ 1920 წელს, ედუინ ჰაბლმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს(ჰაბლის კანონი).

რაც უფრო შორს ვიხედებით, მით უფრო ადრეულ, ჯერ კიდევ განუვითარებელ სამყაროს ვხედავთ, თუ ფარდობითობის ზოგადი თეორია გაფართოებადი სამყაროსთვისაც მართებულია.

 რაში(საით) ფართოვდება სამყარო?

 ერთი შეხედვით, სრულიად სამართლიანი შეკითხვაა, რადგან ყველაფერი რაც ფართოვდება, მატერიისგან შედგება და სამყაროსეულ სივრცე-დროში არსებობს. თვითონ სამყაროა სივრცე-დრო, რომელიც მატერიასა და ენერგიას თავის თავში შეიცავს. როცა ვამბობთ ”სამყარო ფართოვდება”, თვით სივრცის გაფართოებას ვგულისხმობთ, რაც გალაქტიკებისა და მათი გროვების ერთმანეთისგან დაშორებას იწვევს. გაიხსენეთ ქიშმიშიანი ფუნთუშას ანალოგია, როცა ის ცხვება და ფართოვდება, ქიშმიშების ერთმანეთისგან დაშორებით.

 ცომი აქ – სამყარის ქსოვილია, ხოლო ქიშმიში – სამყაროს სტრუქტურა(გალაქტიკები და მათი გროვები). ცალკეული ქიშმიშის თვალთახედვიდან, დანარჩენი ყველა მას შორდება და რაც უფრო შორსაა, მით უფრო სწრაფად. ოღონდ, სამყაროს შემთხვევაში რაიმე გარე ღუმელი და ჰაერი არ ასრებობს, არსებობს მხოლოდ ცომი(სივრცე) და ქიშმიში(მატერია).

წითელ წანაცვლებას არა საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრავი გალაქტიკები ქმნის, არამედ მათ შორის არსებული გაფართოებადი სივრცე.

 საიდან ვიცით, რომ სივრცე ფართოვდება?

 თუ ყველა ობიექტის ჩვენგან საწინააღმდეგო მიმართულებებით გადაადგილებას ვხედავთ, ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: ჩვენსა და ამ ობიექტებს შორის არსებული სივრცე ფართოვდება. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აფეთქების ცენტრთან ახლოს ვართ და სხვა ობიექტები, უბრალოდ, შორს არიან და სწრაფად გვშორდებიან, რადგან ამ აფეთქებისგან მეტი ენერგია მიიღეს. ასე რომ იყოს, ამის დამტკიცებას ორი გზით მოვხერხებდით:

  •  დიდ მანძილებსა და სიჩქარეებზე, ნაკლები რაოდენობის გალაქტიკა გვექნებოდა, რადგან დროთა განმავლობაში ძალიან დიდ მანძილზე დაშორდებოდნენ ერთმანეთს.
  •  წითელ წანაცვლებასა და მანძილს შორის თანაფარდობა დიდი მანძილებისთვის კონკრეტულ ფორმას მიიღებდა, განსხვავებულს იმისგან, რასაც სამყაროს ქსოვილის გაფართოებით მიიღება.

 ვუმზერთ რა შორეულ სამყაროს, ვხედავთ, რომ გალაქტიკების სიმჭიდროვე იქ უფრო მაღალია, ვიდრე ახლოს. ეს კი გაფართოების სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან შორს ყურება, შორეულ წარსულში ჩახედვაა, სადაც სამყარო ჯერ კიდევ ნაკლებად არის გაფართოებული. იმისაც ვხედავთ, რომ შორეული გალაქტიკების წითელი წანაცვლების თანაფარდობა მანძილთან, სამყაროს გაფართოებას შეესაბამება და არა გალაქტიკების უბრალოდ სწრაფად გადაადგილებას.

 ყოველთვის ერთი სიჩქარით ფართოვდებოდა?

 მას ჰაბლის მუდმივას ვუწოდებთ, თუმცა ის მუდმივი მხოლოდ სივრცეშია, არა დროში. სამყარო ახლა ნელა ფართოვდება. გაფართოების სიჩქარეში, ერთეულ მანძილზე გაფართოებას ვგულისხმობთ: 70 კმ/წმ/მგპს. დღეისათვის(1 მეგაპარსეკი, დახლოებით 3 260 000 სინათლის წელია). გაფართოების სიჩქარე სამყაროს სიმკვრივეზეა დამოკიდებული, მათ შორის მატერიისა და გამოსხივების სიმკვრივეზე. გაფართოებასთან ერთდ, მატერია და გამოსხივება სულ უფრო ნაკლებ სიმკვრივეს იძენს, მასთან ერთად კი გაფართოების სიჩქარეც მცირდება. სწრაფი გაფართოება წარსულში ხდებოდა და დიდი აფეთქების დროიდან ნელდება. ჰაბლის მუდმივას ნაცვლად, ჰაბლის პარამეტრს უნდა ვამბობდეთ.

 სამყაროს მომავლის განსხვავებული ვარინტები. თუ ბნელი ენერგია მართლაც მუდმივია, წითელ ხაზს გავუყვებით.

უსასრულოდ გაფართოვდება თუ შეიკუმშება?

 პასუხი მაშინ გვექნება, როცა სამყაროს გაფართოების სიჩქარისა და მასში არსებული ყველა ტიპის ენერგიათა ზუსტ მაჩვენებლებს დავადგენთ. უკვე ვიცით ჩვეულებრივი მატერიის რაოდენობა, გამოსხივების, ნეიტრინოების, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის რაოდენობა(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები). ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქავათ, თუმცა არა 100%-იანი დარწმუნებით, რომ სამყარო უსასრულოდ გააგრძელებს გაფართოებას. ამ რაღაცას – ბნელ ენერგიას, თუ მომავალში სხვაგვარი ქცევა ექნება, წარსულთან და აწმყოსთან შედარებით, ყველა ჩვენი დასკვნა გადასახედი გახდება.

სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი გალაქტიკები?

 გაფართოების სიჩქარე ძალიან მცირეც რომ იყოს, შორეული ობიექტი ერთხელაც ნებისმიერ ზღვრულ სიჩქარეს გადააჭარბებდა, რადგან გაფართოების სიჩქარე(ერთეულ მანძილზე) რამდენიმეჯერ გაიზრდებოდა საკმაოდ დიდი მანძილისთვის. კანონი სინათლის სიჩქარის გადაუჭარბებლობაზე მხოლოდ სამყაროსეულ სივრცეში მოძრავ ობიექტებზე ვრცელდება, არა თვითონ სამყაროს გაფართოებაზე. რეალურად, თვითონ გალაქტიკები სულ რაღაც რამდენიმე ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობენ, რაც (სინათლის)300 000 კმ/წმ-ზე გაცილებით მცირეა. სწორედ გაფართოება იწვევს რეცესიასა(შემცირება) და წითელ წანაცვლებას, არა გალაქტიკების შეჭეშმარიტი მოძრაობა.

დამზერადი სამყაროს ფარგლებში(ყვითლად), დაახლოებით 2 ტრილიონი გალაქტიკაა. ამ საზღვრამდე მესამედი გზის მანძილზე მდებარე გალაქტიკებს ვეღარასოდეს დავეწევით, სამყაროს გაფართოების გამო. ჩვენთვის ხელმისაწვდომი, სამყაროს მოცულობის მხოლოდ 3 პროცენტია.

 სანამ არსებობს მატერია, იარსებებს გრავიტაციაც. ან გრავიტაცია გაიმარჯვებს და ყველაფერი ისევ წერტილად შეიკუმშება, ან წააგებს და გაფართოება გაგრძედლება(დიაგნოზი – დიდი გახლეჩა). არც აფეთქების ცენტრი არსებობს და არც რაიმე, სივრცის გარეთ, რაშიც სამყარო ფართოვდება; ფართოვდება თვით სამყაროს ქსოვილი. სინათლის სიჩქარით გადადგილებაც რომ შეგვეძლოს, დამზერადი სამყაროს გალაქტიკათა მხოლოდ 3%-ს მოვინახულებდით, დანარჩენი 97% ჩვენი წვდომადობის ფარგლებს გარეთაა(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ; მრავლობითი სამყარო; პარალელური სამყაროს კვალი?!).

Show Comments Hide Comments

2 thoughts on სამყაროს გაფართოების შესახებ

  1. ნუგზარ თოდრიაშვილი ამბობს:

    და რა ვიცით,რომ 100 მლრდ წლის იქით სხვა სამყარო არ არის და ჩვენსკენ არ ფართოვდება?ამ გაფართოების არსიც ვერ გავიგე(სინათლის სიჩქარეზე სწრაფი როგორაა).

  2. არ ვიცით არაფერი არც სხვა სამყაროზე, არც პარალელურზე და არც სარკულზე და ა.შ. ის, რასაც მეტი არგუმენტები აქვს, დიდი აფეთქების თეორიაა. კი, სამყაროს ქსოვილიო სინათლეზე სწრაფად შეიძლება გაფართოვდეს, ხოლო მასში ყველაფერი სინათლის ან სიანათლისაზე მცირე სიჩქარით მოძრაობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *