უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!

 არუენ ნიკოლსონმა და დუნკან ფორგანმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან(დიდი ბრიტანეთი), კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე დაასკვნეს, რომ თუ არამიწიერ ცივილიზაციათა წარმომადგენლებს ვარსკვლავთშორისი მოგზაურობების განხორციელება შეუძლიათ, მაშინ ისინი გალქტიკის შემოფრენას საკმაოდ მოკლე ვადებში შეძლებდნენ და ალბათ, დედამიწაზეც უკვე იყვნენ.

 ცნობილია, რომ ”ვოიაჯერ-1” 36 წლის განმავლობაში დედამიწას ერთი სინათლის წლის(17 მლრდ კმ-ზე მეტი, 0.0018983 სინ.წელი) მანძილზე მცირე მანძილით დაშორდა, ხოლო მეცნიერთა გამოთვლებით, მზის სისტემის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ ვერ გავიდა. თუმცა, ნიკოლსონისა და ფორგანის აზრით, უცხოების ხომალდისთვის 10 მილიონი წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა მთელი გალაქტიკის შესასწავლად. ამისათვის ხომალდმა სინათლის სიჩქარის მეათედი სიჩქარით უნდა იმოძრაოს, ხოლო აჩქარება ვარსკვლავების გრავიტაციული ველების საშუალებით მიიღოს.

 წინა საუკუნის სამოციან წლებში გამოთქმული იქნა ჰიპოთეზა ”მოაზროვნე” ზონდების შესახებ, რომლებსაც თვითგამრავლება შეუძლიათ. ამერიკელი ასტრონომი რონალდ ბრეისუელი ვარაუდობდა, რომ ჩვენ სწორედ ასეთი ზონდების ძებნით უნდა დავკავდეთ და არა ხელოვნური რადიოსიგნალების ძებნით, როგორც პროგრამა SETI.

 კიდევ უფრო ადრე, 1949 წელს, ჯონ ფონ ნეიმანმა მოწყობილობის მათემატიკური მოდელი შეიმუშავა, რომელიც თავისი თავის კლონირებას ახდენს. ნიკოლსონისა და ფორგანის თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, ასეთი ზონდი ჯერ ძრავებით აჩქარდება, შემდეგ გრავიტაციული ველით, ბოლოს კი ვარსკვლავიდან ვარსკვლავზე ”გადახტება”(გრავიტაციულ მანევრებს დედამიწელების მიერ შექმნილი ყველა საპლანეტათშორისო ავტომატური სადგური იყენებს).ufo end dinospace

 ასეთი ზონდების სიჩქარეებისა და ჩვენი გალქტიკის ვარსკვლავების რაოდენობის შედარებით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ არც თუ ისე დიდი დრო იქნებოდა საჭირო, დედამიწელების თვალსაწიერიდანაც კი, ირმის ნახტომის მთლიანად შესასწავლად.

 ამგვარად, ჩვენს პლანეტაზე მწვანე კაცუნებთან შეხვედრა ნაკლებად შესაძლებელია. თუ უცხოპლანეტელები დედამიწაზე ოდესმე იყვნენ, ისინი არა ცოცხალი არსებები, არამედ რობოტიზირებული აპარატები თუ იქნებოდნენ, თან არც თავიანთი ვიზიტის აფიშირაბას მოახდენდნენ – მათ შემქმნელებს ამის მიზეზი ექნებოდათ(მანქანური ცივილიზაცია; უძველესი სამყაროები: ვარსკვლავიდან ცივილიზაციამდე; რობოტების ერა იწყება).
ასეთი ”ვიზიტი” მწერალი-ფანტასტის არტურ კლარკის გახმაურებულ რომანში – ”შეხვედრა რამასთან”, არის აღწერილი. დედამიწელ ასტრონავტთა ჯგუფი გიგანტურ, ავტომატიკით გამოვსებულ ცილინდრში აღწევს, რომელიც მზეს უახლოვდება.

 ნიკოლსონისა და ფორგანის აზრით ზონდებს კურსის ავტომატური დადგენა შეუძლიათ: ისინი ვარსკვლავური სისტემების პლანეტებს ასკანირებენ, სიცოცხლის(გარდაუვალი სიცოცხლე) ნიშნების მოსაძებნად, ასევე თავიანთ ასლებს ქმნიან, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი ვარსკვლავების შესასწავლად მიემართებიან. თან, ეს ზონდები მაინცდამაინც ერთი ცივილიზაციის მიერ არ იქნება შექმნილი(დიდი ფილტრი)…

 არ არის გამორიცხული, რომ კლონი-ზონდები სხვა კლონებს ესხმიან და ანადგურებენ მათ, ყოველ შემთხვევაში, შემეცნებით ფანტასტიკაში ასეთი სიუჟეტებიც გვხვდება.
ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხომალდები ერთმანეთსაც უკავშირდებიან, რათა თავიანთ ამოცანებს უფრო რაციონალური ამონახსნები მოუძებნონ, მაგალითად, არ გამოიკვლიონ ერთი და იგივე ობიექტი. უკვე მომხდარი ვიზიტების შესახებ ინფორმაცია რადიოშუქურების სახით შეიძლება მოინიშნოს. ან არსებობს რაღაც ცენტრალიზებული ”არქივი”, სადაც პაროლის საშულებით შეღწევა და ამა თუ იმ ობიექტზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი(უცნაური რადიოექო).

 როგორც არ უნდა იყოს, უცხოპლანეტელების რობოტები კონტაქტზე ალბათ არ გამოვლენ. არ არის გამორიცხული, რომ ზონდები ტესტირების სისტემით იყონ აღჭურვილნი, რომელიც ნაპოვნი ცოცხალი არსებების ინტელექტის დონეს ადგენს. ცოცხალ არსებებთან კონტაქტი, თუნდაც მოაზაროვნეებთან, უცოპლანეტელებს არ აინტერესებთ, მათი რობოტიზირებული მისიების მიზანი მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებაა და არა კონტაქტში შესვლა. უფრო მეტიც, აპარატები ისე იქნება დაპროგრამებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციონ. გაანადგურონ დაჯდომის ადგილზე დატოვებული კვალი, აი რატომ არ არსებობს ასეთი შემოჭრების არანაირი მტკიცებულებები.ufo zgvaze

 შეიძლება ამ ზონდების ე.წ. ”მფრინავ თეფშებთან” დაკავშირება, რომლებიც, სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე ყველაზე უფრო მეტად დაიმზირება(“ფენიქსის ნათება”)? არა, რადგან ამის არანაირი სარწმუნო მტიკებულება არ არსებობს. ისღა დაგვრჩენია თეორიათა მწკრივები დავაყენოთ, ნიკოლსონისა და ფორგანის მსგავსად, ველოდოთ, როდის ჩათვლიან ჩვენი მოაზროვნე მოძმეები, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, დაგვენახონ(კიდევ უცხოპლანეტელებზე)…

7 comments

  1. საქართველოში მაინც მოვიდნენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ … 😀

  2. chinelebs da indoelebs tu vitant ro movidnen da agar midian magatac gavudzlebt )))))))))))))))))))))
    ar iqnebian cudi xalxi )))

  3. საინტერესოა და მაინც იკვეთება ერთი კითხვა…..რაში სჭირდებათ ამ ზონდებს ეს მოგზაურობა და რაღაცა ინფორმაციის შეგროვება??? რაში????? თუ არსებობს რაღაც ამოცანა, რასაც ისინი ასრულებენ, მაშინ ეს ამოცანა უკვე შესრულებული იქნებოდა და ჩვენ ამას გავიგებდით, ხოლო ეხლა ეს მილიარდობით წელი შეგროვება და შეგროვება….უაზრობაა!…ჩვენი ლოგიკიდან გამომდინარე გვგონია რომ აგროვებენ ….იქნებ და სულ სხვა რამ ხდება

  4. სამყარო უსასრულოაო ვამბობთ და მაშ ესე იგი ისინი უსასრულოდ აგროვებენ ამ ინფორმაციას???? არალოგიკურია

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.