რელიქტური შავი ხვრელები

 მკვლევარებმა, რომლებიც „კეპლერიდან“ მიღებულ მონაცემებს სწავლობდნენ, რელიქტური შავი ხვრელების კვალი ვერ აღმოაჩინეს.  ასტროფიზიკოსთა აზრით, ეს იმაზე მეტყველებს,  რომ თუ ასეთი ობიექტები არსებობენ, მაშინ მათი მასა მზის მასის ათი მემილიონედის ტოლიც კი ვერ იქნება(arXiv.org.).  მეცნიერები იმ ოპტიკურ ეფექტებს ეძებდნენ, რომლებიც რელიქტურ(ან პირველად) შავ ხვრელებს შეუძლიათ გამოიწვიონ. თეორიის მიხედვით ეს ობიექტები არა ვარსკვლავების ევოლუციის დასასრულს უნდა გაჩენილიყვნენ, არამედ ფლუქტუაციური სიმკვრივიდან სამყაროს გაჩენის დროს. როგორც სხვა მასიური ობიექტები, ისინიც გადახრიან სინათლეს, ამიტომ მათი აღმოჩენა მიკროლინზირების ეფექტის ხარჯზე არის შესაძლებელი – ვარსკვალვის გამოსახულების დეფორმაცია მისგან გამოსხივებული სხივების ძლიერ გრავიტაციულ ველში გადახრით.
 მიუხედავად იმისა, რომ 600 ათასზე მეტი ვარსკვლავის ელვარებათა გრაფიკები იქნა შესწავლილი, ვერცერთი საეჭვო მოვლენა ვერ იქნა დაფიქსირებული. სიკაშკაშის დამზერილი ვარიაციები სხვა მიზეზებით ხდებოდა, ამიტომ ნამუშევრის ავტორები რელიქტური ხვრელების არ არსებობის სასარგებლოდ აკეთებენ დასკვნებს, ზემოთ ხსენებული მასის ხვრელების გამოკლებით(თუ ასეთები არსებობენ, მიკროლინზირების ეფექტი ვერ მოხდება). მათემატიკური მოდელირების მიხედვით, მასიური ხვრელები აუცილებლად გამოჩნდებოდნენ შესწავლილ მასალებში, ამიტომ, ისინი ან არ არსებობენ, ან ძალიან მსუბუქები არიან და ოპტიკურ ანომალიებს ვერ იწვევენ.
 რელიქტური ხვრელების მასათა შეზღუდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბნელი მატერიის კვლევის საქმეში, რადგან ზოგიერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მათაც შეიძლება შეჰქონდეთ წვლილი სამყაროს დამალულ მასაში. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ბნელი მატრია ჩვეულებრივთან არაურთიერთქმედი მასიური ნაწილაკებისგან(WIPM,ვიმპებისგან) უნდა შედგებოდეს, რომლებსაც სპეციალური დეტექტორების საშუალებით ახლაც ეძებენ(შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.