ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელესკოპის საშუალებით ექსპერიმენტული მონაცემები მიიღო, რომელთა სშუალებითაც გადაწყდება პრობლემა, რომელიც მეცნიერებს ორი ათეული წელია აწუხებთ(კეკის ობსერვატორია).
პრობლემა იმაში იყო, რომ ჩვენი გალაქტიკის უძველეს ვარსკვლავებში(მათუსალას ვარსკვლავის შესახებ), ასტრონომული დაკვირვებების შედეგად გამოთვლილი ლითიუმის(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი) იზიტოპების რაოდენობა პირველადი ნუკლეოსინთეზის(დიდი აფეთქების პირველივე წამებში მიმდინარე პროცესი(ადრეული სამყარო)) თეორიის წინასწარმეტყველებებს არ შეესაბამებოდა. ლითიუმი-6 თეორიულზე 200-ჯერ მეტია, ლითიუმ-7 კი თეორიულზე 3-5-ჯერ მცირე.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შეუსაბამობა საწყისი მონაცემების დაბალი ხარისხის გამო ხდებოდა, რომლებიც ადრინდელი დაკვირვებებით მიიღეს და მათი ანალიზისთვის გამარტივებული მეთოდები გამოიყენეს.
უძველეს ვარსკვლავებზე უახლესი დაკვირვებებით, რომლებიც კეკის 10 მეტრიანი ტელესკოპის საშუალებით ჩატარდა, მონაცემთა დამუშავებისას ამ ვარსკვლავების ატმოსფეროთა დაზუსტებული მოდელების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ კონფლიქტი ლითიუმის იზოტოპების შემცველობასა და თეორიულად ნავარაუდევს შორის აღარ არსებობს.
ხნიერ ვარსკვლავებში, ხსენებული იზოტოპების შემცველობის რაოდენობის დადგენა(განსაკუთრებით ლითიუმი-7-ის) ძნელი საქმეა, რადგან მათი სპექტრული სიგნატურები ამ ვარსკვლავთა გამოსხივებაში ძალიან სუსტია. საჭირო რაოდენობის ფოტონთა დასაფიქსირებლად, გაზომვების მისაღები სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ახალი დაკვირვებები რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა. მონაცემების დამუშავება ვარსკვლავთა ატმოსფეროების უახლესი, სამგანზომილებიანი მოდელების გამოყენებით მიმდინარეობდა. ურთულეს გამოთვლებზე სუპერკომპიუტერები რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
დაზუსტებული ფიზიკური მოდელბის გამოყენება სისტემურ შეცდომებს გამორიცხავს, რომლებიც ლითიუმის იზოტოპების სიგნატურათა მცდარ იდენტიფიკაციას იწვევდნენ, დაკვირევბათა შედეგების დამუშავების დროს(შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია; შეუძლებელი ვარსკვლავი; სამყაროს შექმნის თეორია სიმართლე აღმოჩნდა; უძველესი ვარსკვლავი მზის მახლობლად; პირველი ვარსკვლავები).
კიდევ ერთი მტკიცებულება დიდი აფეთქების თეორიის სასარგებლოდ
Posted by