შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია

შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია

 ფიზიკოს-თეორეტიკოსებმა დაადგინეს, რომ შავი ხვრელების აკრეციულ დისკოებში შესაძლებელია ლითიუმ-7-ის სინთეზის რეაქციები მიმდინარეობდეს(Physical Review Letters).

 სტოკჰოლმის უნივერსიტეტის და მიუნხენის ტექნიკური სკოლის თეორეტიკოსებმა მიკროკვაზარებში(შავი ხვრელისა და ჩვეულებრივი ვარსკვლავის წყვილი) მატერიის ქცევის მოდელირება მოახდინეს. ეს ობიექტები რენტგენის ძლიერი გამოსხივების წყაროები არიან და ჩვეულებრივ ვარსკვლავი-დონორის და პარტნიორი-აქცეპტორის, თეთრი ჯუჯას(1), ნეიტრონული ვარსკვლავის ან ვარსკვლავური მასის შავი ხვრელისაგან შედგებიან.

 ნივთიერება, გადმოედინება რა დონორიდან, აკრეციულ დისკოში ხვდება და წრეზე იწყებს მოძრაობას, როგორც  წყლის მორევში. დისკოში მატერია აჩქარებით მოძრაობს და განსხვავებული სიჩქარით მბრუნავ ფენებთან ურთიერთ ხახუნის გამო ძალიან ცხელდება.

 იმ მიკროკვაზარებში, სადაც აქცეპტორი შავი ხვრელია, ტემპერატურამ ასეულ მილირდ გრადუსს შეიძლება მიაღწიოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ პირობებში შესაძლებელია ბირთვული სინთეზის რეაქცია მოხდეს – ჰელიუმის ბირთვების შერწყმა ლითიუმ-7-ის წარმოქმნით. წარმოქნილი ლითიუმის ნაწილი უკან დაუბრუნებლად ხვრელზე ეცემა, ხოლო მისი მნიშვნელოვანი წილი გარემო სივრცეში რელატივისტურ ჭავლთან(ჯეტი) ერთად გაიტყორცნება.

თუ ვარსკვლავური მასების ხვრელთა ერთ პროცენტს მაინც აქვს საკმარისი სიმკვრივის აკრეციული დისკოები, მაშინ ასეთი მექანიზმით წარმოქმნილი ლითიუმის რაოდენობა, მეცნიერთა გამოთვლებით, დიდი აფეთქების პირველ წუთებში წარმოქმნილი ლითიუმის რაოდენობას შეიძლება გაუტოლდეს.

 თეორეტიკოსთა ნაშრომს პირდაპირი კაშირი აქვს კოსმოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანასთან – ლითიუმის არა საკმარისი რაოდენობა სამყაროში. დიდი აფეთქების თეორია ძალიან კარგად წინასწარმეტყველებს წყალბადისა და ჰელიუმის ბირთვების რაოდენობას(H, He,Li), რომლებიც სამყაროს არსებობის პირველ წამებში გაჩდნენ, თუმცა ნავარაუდევი ლითიუმის რაოდენობა თითქმის სამჯერ ნაკლებია დამზერადზე. ზოგიერთი თეორეტიკოსი ლითიუმის დეფიციტს დიდი აფეთქების თეორიის მართებულობის მთავარ საფრთხედ თვლის, ამიტომ ნამუშევარს, რომელიც მისი წარმოქმნისა და განადგურების მექანიზმს ხსნის, თანამედროვე კოსმოლოგიის საფუძვლებზე შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *