70 ათასი წლის წინ, მზის სისტემას ორმაგი ვარსკვლავი მოუახლოვდა

 ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფი იუწყება, რომ 70 ათასი წლის წინათ, დედამიწიდან 0,8 სინათლის წლის მანძილზე შოლცის ვარსკვლავი მოძრაობდა, თავის თანამგზავრთნ ერთად. ეს არის მეცნიერებისთვის ცნობილი ერთად-ერთი ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემის ფარგლებში აღმოჩნდა, სისტემისა, რომლის გარე საზღვრები 2 სინათლის წლის მანძლამდე ვრცელდება(Astrophysical Journal Letters).

 ამ ვარსკვლავმა ოორტის ღრუბლის კიდეებამდე მოაღწია, რომლის საზღვრები ერთი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ოთხჯერ მცირე, ვიდრე უახლოეს ცენტავრის პროქსიმამდეა. შოლცის ვარსკვლავამდე მანძილი ახლა 20 სინათლის წელია და შეუაიარაღებელი თვალით არ ჩანს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, 70 ათასი წლის წინ მისი დანახვა აფრიკაში მცხოვრებ ძველ ადამიანებს შეეძლოთ.

 კომეტებითა და სხვა პროტოპლანეტური მასალით სავსე ოორტის ღრუბელთან მასიური ობიექტის გავლა, გრავიტაციული შეშფოთებების გამო, მოკლეპერიოდიანი კომეტების წვიმათა გააქტიურებას გამოიწვევდა.

 შოლცის ვარსკვლავს, ნომენკლატურული სახელით WISE J072003.20-084651.2, მისი პირველაღმომჩენის სახელი ჰქვია – ასტრონომი რალფ-დითერ შოლცი, პოტსდამის ასტროფიზიკური ინსტიტუტიდან(გერმანია). აღმოჩენის შესახებ განცხადება მეცნიერემა 2013 წელს გააკეთა. შოლცის ვარსკვლავი 0,08 მზის მასის მქონე ჯუჯაა, მისი თანამგზავრი კი 0,06 მზის მასის მქონე ყავისფერი ჯუჯა(ვარსკვლავი).

 ყავისფერ ჯუჯებს სუბვარსკვლავებსაც უწოდებენ, რადგან მცირე მასის გამო, მათში თერმობირთვული რეაქცია მალევე ჩერდება და ვარსკვლავი გაცივებას იწყებს, რაც მისი პლანეტისმაგავრ ობიექტად გადაქცევით მთავრდება. თუმცა ისინი საკამრისად მასიურები არიან იმისათვის, რომ პლანეტებად ჩაითვალონ, როგორიც, მაგალითად, გაზის გიგანტი იუპიტერია.

 შოლცის ვარსკვლავის მოძრაობის დინამიკის შესწავლით დადგინდა, გვიახლოვდება ის თუ გვშორდება. რადიალური და ტანგენციალური სიჩქარეების ზუსტი გაზომვით გაირკვა, რომ შოლცი გვშორდება, თუმცა ერთ დროს საკმაოდ ახლოს გაიარა.

 ასტროფიზიკოსები ადრეც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს, რომლებიც ოდესღაც მზის სისტემის ახლოს მოძრაობდნენ. მაგალითად, 240-დან 270 ათასი წლის პერიოდში, მარტოხელა ვარსკვლავი HIP 85605 დედამიწას ერთი სინათლის წლის მანძილზე მოუახლოვდა.

 მეცნიერთა თქმით, 10 ათასამდე ვარსკვლავისთვის, მათ მიერ ჩატარებული კომპიუტერული მოდელირება 98%-იანი სიზუსტით გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ერთ ვარსკვლავს შეეძლო ოორტის ღრუბლის ფაგრლებში მოხვედრა. ასეთი ვარსკვლავების ძებნე ამჯერად ორბიტალური „გაია“-ს საშუალებით მიმდინარეობს(ერთბაშად ორი; დედამიწის ღერძი სხვა ვარსკვლავმა გადახარა?; სად დაიმალა პლანეტა X?; მოკლედ მზის სისტემის შესახებ; სირიუსი; აღმოჩენილია მზესთან უახლოესი ახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.