შორეული კოსმოსიდან მოსული გამა-ანთებები – ვარსკვლავთა სიკვდილის დროს მომხდარი უმძლავრესი აფეთქებების გამოძახილია…
სამყარომ, კოსმოსურ კატასტროფაზე, კოსმოსურივე თვალთახედვით, ძალიან ცოტა დრო გამოჰყო. შესქელებულმა გაზურ-მტვროვანმა ღრუბელმა სწრაფად მბუნავი ვარსკვლავი წარმოქნა, რომლის მასა ორმოცი მზის მასის ტოლფასია. რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში მან წყალბადის მთელი თერმობირთვული საწვავი დაწვა და სულ უფრო მძიმე ელემნტების სწრაფად წვაზე გადავიდა – ჰელიუმი, ნახევარი მილიონი წელი, ნახშირბადი – რამდენიმე ათასი, ნეონი – ერთი წელი, სილიციუმი და გოგირდი – ათეულობით საათი. როცა თერმობირთვული საწვავის ბოლო მარაგიც ამოიწურა, ვარსკვლავის ცენტრში რკინის ბირთვი გაჩნდა (ამის მერე თერმობირთვული რეაქცია აღარ ხდება). შემდეგ, ყველაფერი წამებში მოხდა, ვარსკვლავის ბირთვი თავისისვე მასით ცენტრისკენ დაწოლით შეიკუმშა და აფეთქდა. გარე ფენები სივრცეში გაიფრქვა, ხოლო წიაღმა გრავიტაციული კოლაფსი (შიგნით ჩანგრევა, ჩაშლა) განიცადა, რაც შავი ხვრელის (1) გაჩენით დასრულდა.
“სვიფტი”, ანუ ყველზე სწრაფი.
ეს ყველაფერი, ვარსკვლავის გაქრობით (2) არ მთავრდება. მკვდარი ვარსკვლავის ეკვატორულ სიბრტყეში ზემკვრივი (10 მლნ. კგ/სმ3) და ზეცხელი (10 მლრდ. გრადუსი) პლაზმური დისკო წარმოიქმნა, რომელიც 1000 ბრუნი წამში სიჩქარით ტრიალებდა. დისკოს შემადგენელი ნივთიერებები სპირალური ტრაექტორიებით შთაინთქმებოდა ხვრელის მიერ, ელექტრონებისა და პოზიტრონების გაჩენით, რომელთა სიჩქარე სინათლისას უახლოვდება. ამ ნაწილაკებმა, ხვრელის გრავიტაციულ ”მკლავებს” ბრუნვის ღერძის გასწვრივ მოძრაობით დააღწია თავი, პოლარულ ნაწილებში კი პლაზმური საფარი პრაქტიკულად არ არის. სულ ახლახანს ჩამოყალიბებულმა ხვრელმა ორი საწინააღმდეგო მიმართულების კოლოსალური ჭავლები – “ჯეტები” გაისროლა (3). “ჯეტებში” მოძრავმა დარტყმითმა ტალღებმა გიგანტური მაგნიტური ველები წარმოქმნა, სადაც რელატივუსტური (სინათ. სიჩქარით) ელექტრონები, პოზიტრონები და პროტონები სპირალურ მორევში ჩაეხვია და უმძლავრესი გამა-იმპულსები გამოასხივა, ბრუნვის ამავე ხაზის გასწვრივ. პროცესი წამებში დამთავრდა, თუმცა გამონთავისუფლდა იმაზე 100-ჯერ მეტი ენერგია, რასაც მზე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში გამოასხივებს. გაცივებასთან ერთად, ჭავლებიი უფრო გრძელი ტალღის ფოტონებს ასხივებდა (ჯერ რენტგენის, შემდეგ ულტრაიისფერი, ხოლო მერე ოპტიკურიც). გამა-ფოტონების უმძლავრესი ვიწრო ნაკადი სამყაროში მოქროდა და ნელნელა ფართოვდებოდა. მილიარდობით წლების მერე, ეს ნაკადი მზის სისტემის მესამე პლანეტამდეც მოვიდა…