ნიუტონამდე, აინშტაინამდე და ჰაბლამდე დიდი ხნით ადრე, ევროპული მეცნიერება, მეცნიერება იყო(Nature News).
ნაშრომები, გამოსხივებისა და მატერიის ურთიერთქმედების ზეგავლენის შესახებ, მსხვილმასშტაბიან კოსმოსურ წარმონაქმნებზე, საკმაოდ ხშირად ქვეყნდება. იმ ნამუშევრის შესახებ, რომელზეც საუბარი გვექნება, ძალიან ჰგავს სხვებს, თუმცა იმით გამოირჩევა, რომ შთაგონების წყაროდ ავტორთათვის XIII საუკუნეში დაწერილი, ბრიტანელი მეცნიერის რობერტ გროსსეთესთის ხელნაწერი იქცა.
ფიზიკა-მათემატიკური ტრაქტატი ”სინათლის შესახებ”(De Luce) 1225 წელს იქნა დაწერილი. ისააკ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის ძალის თეორიამდე ოთხასი და დიდი აფეთქების თეორიამდე რვაასი წლით ადრე, გროსსეთესთი სამყაროს აფეთქებით გაჩენისა და კრისტალიზებული მატერიით ვარსკვლავების ჩამოყალიბების შესახებ მოგვითხრობს.
როგორც ჩანს, ”სინათლის შესახებ” – პირველი წიგნია, რომელშიც ცისა და დედამიწის აღწერის მცდელობაა წარმოდგენილი, ფიზიკური კანონების საერთო კრებულიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მოწესრიგებული სფეროების სურათი, რომლებიც უკიდეგანო ქაოსში დედამიწას შემოფარგლავენ, არაპირდაპირი მითითებაა მულტისამყაროს(მრავალი სამყაროები) კონცეფციისკენ. ეგეც შენი ბნელი საუკუნეები… 🙂 ( შოთა რუსთაველის კოსმოლოგია).
XII ასწლეულის ბოლოს, ევროპა, არისტოტელეს მეცნიერებასთან, რომელიც დაკვირვებებზე იყო დაფუძნებული, ხელახალ გაცნობას არაბულ სამყაროს უნდა უმადლოდეს. გროსსეთესთმა, იბნ რუშდმა, გერარდ კრემონმა ანტიკურ ხანაში გაჩენილი საკითხების მიმართ ინტერესი ააღორძინეს. რა არის ფერი? რა არის სინათლე? როგორ ჩნდება ცისარტყელა? რაც მთავარია, გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არის შესაძლებელი(ფიზიკა).
გროსსეთესთი(დაახლოებით 1175–1253) დიდგვაროვნული წარმომავლობით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა დროთა განმავლობაში ცნობილ ღვთისმეტყველად და ეპისკოპოს ლინკოლნად გადაიქცა. ჩრდილოეთ ევროპელთა შორის ის ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც არისტოტელეს ახლად ნათარგმნ, შემეცნებით ნამუშევრებს გაეცნო და გადწყვიტა დაედგინა, რა ვიცით ჩვენ ბუნების(ონთოლოგია) შესახებ და რის საფუძველზე(ეპისტემოლოგია).
ასევე XIII საუკუნეში, ცოტა მოგვიანებით, მცხოვრები ფილოსოფოს როჯერ ბეკონი მას უდიდს მათემატიკოსს უწოდებდა. გროსსეთესთის ნამუშევარი ოპტიკური ფიზიკის შესახებ, მომავალი რამდენიმე თაობის მათემატიკოსებსა და ბუნებათმცოდნეებზე ახდენდა ზეგავლენას: ოქსფორდში მეთოთხმეტე ასწლეულამდე, ხოლო პრაღაში მეთხუტმეტემდე.
2008 წელს ფიზიკოსმა ტომ მაქლეიშმა დარემის უნივერსიტეტიდან(ბრიტანეთი), გროსსეთესთის შემეცნებითი მემკვიდრეობის შესასაწვლად, არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით, ენთუზიასტთა ინტერნაციონალური ჯგუფი შექმნა, რომელთაც უნდა გაერკვიათ – რა შეიძლება ასწავლოს თანამედროვე სპეციალისტს შუა საუკუნეებში მცხოვრებმა მოაზროვნემ. საკმაოდ უჩვეულო იდეაა, რადგან ითვლება, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით და შეგვიძლია, ვიდრე არისტოტელეს(2) ან ნიუტონის დროს. მიუხედავად ამისა… რითი შეიძლებოდა დაეინტერესებინა თანამედროვე ფიზიკოსი გროსსეთესთის ნაშრომებს?
ტრაქტატი ”სინათლის შესახებ” კლასიკური ატომიზმის პრობლემის განხილვით იწყება: თუ ატომები წერტილები არიან, მაშინ რატომ აქვთ სხეულებს მოცულობა?(სინათლე სივრცის შემავსებელ არედ აქვს ნახსენები). თანამდროვე მეცნიერები თვით იმ ფაქტმა გააოცა, რომლის მიხედვითაც გროსსეთესთი მოცულობის არსებობისა და მისი სტაბილურობის ახსნის აუცილებლობას ხედავდა, თითქოს ყველაფერს რამდენიმე ათეული წლის წინათ წერდა, არა საუკუნეების წინ. კიდევ უფრო საინტერესო, შუა საუკუნეების მოაზროვნეს მათემატიკური აპარატია.
მოცულობა, ხსნის ფილოსოფოსი, სინათლის ”უსასრულო გამრავლებით იქმნება”, რომელიც უსასრულოდ პატარა მატერიაზე ზემოქმედებს. მტკიცებულების სახით აღნიშნავს, რომ შესაკრებთა ორი უსასრულო მიმდევრობა სასრულია: (1 + 2 + 4 + 8 + …) / (0,5 + 1 + 2 + 4 + …) = 2.
მესამე საინტერესო განსჯა: სინათლისა და მატერიის ერთი და იგივე ფიზიკა ყველა ობიექტის სიმყარისა და მთელი კოსმოსის აღსაწერად არის გამოსადეგი. სამყარო თავისებური პირველადი სინათლის(lux) აფეთქებით გაჩნდა, ის დიდ სფეროდ გაფართოვდა, ხოლო მატერია შეთხელდა. ჩვენს დროში ამას დიდი აფეთქება(რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?) და ინფლაცია ეწოდება(ყოვლისშემძლე ინფლაცია).
შემდეგ, გროსსეთესთი თამამ დაშვებას აკეთებს: მატერიას მინიმალური სიმკვრივე აქვს, რომელზეც ის თავისებურ კრისტალურ(”სრულყოფილ”) ფორმას იღებს. ამას ფაზურ გადასვლას ვუწოდებთ. გაფორმება(perfection) კოსმოსის კიდეზე ხდება , სადაც მატერია ყველაზე უფრო გაიშვიათებულია. კრისტალური მატერია სხვა ტიპის სინათლეს(lumen) ასხივებს – სრულყოფილს, რომელიც, სამყაროს კიდედან ცენტრისკენ მოძრაობისას, მის წინ მდებარე მატერიას ცენტრისკენ უბიძგებს და აგროვებს მას. თანამედროვე ფიზიკოსებმა ამაში ზეახლის აფეთქებით გატყორცნილ მატერიასა და რელიქტურ გამოსხივებასთან(1) მსგავსება დაინახეს.
გროსსეთესთის ტრაქტატი შესაკრებთა უსასრულო მიმდევრობის სასრულობას უბრუნდება – ამჯერად ”დაკვანტვის პირობით”( მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ), ანუ წესით, რომელიც, მაგალითად, ატომის ენერგეტიკული დონეების მხოლოდ დისკრეტულ(პორციებით, ნაწყვეტებით(3)) გადაწყვეტილებებს უშვებს. შუა საუკუნეების მენციერისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსი(რა თქმა უნდა, გეოცენტრული) სფეროთა სასრულ რაოდენობამდეა დაყოფილი, გროსსეთესთმა ასეთი 9 სფერო დაითვალა: ციური სიმყარე, უძრავი არე ვარსკვლავების, სატურნის, იუპიტერის, მარსის, მზის, ვენერას, მერკურისა და მთვარისათვის. ყოველი სფეროს სიმკვრივე იზრდება: მეორეში ორჯერ მეტია, ვიდრე პირველში, მესამეში სამჯერ და ა.შ.
შესაბამისად, დედამიწა, მდებარეობს რა სამყაროს ცენტრში, ყველაზე ეუფრო მკვრივი და არასრულყოფილი მატერიითაა შემოფარგლული, ამიტომ lumen-ი ჩვენთან ძალიან სუსტია. ამაზე უფრო არასრულყოფილი მატერია არ შეიძლება არსებობდეს. ეს, პლატონისა და არისტოტელის სრულყოფილ ზეცასა და არასრულყოფილ მიწას გვაგონებს(4).
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნიუტონი, დედამიწისა და მნათობების მამოძრავებელი ძალის შესახებ, მხოლოდ 1687 წელს გამოაცხადებს. რობერტ გროსსეთესთმა კი, რომლის შესახებამ ალბათ არაფერი იცოდით, სამყაროში მოქმედი ძალების ერთიანობის პოსტულირება ძალიან დიდი ხნით ადრე მოახდინა.
რა კანონებეა ლაპარაკი? გროსსეთესთს მათი მკაფიო ფორმულირება არ მოუხდენია, თუმცა თანამედროვე ფიზიკოსებმა ნაშრომში 6 ასეთი კანონი დაინახეს – სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედება, მატერიის ”სრულყოფილ” მდგომარეოაბში გადასვლის კრიტერიუმი, ”ლუმენის” შთანთქმა და გადასხივება და სხვა. მეცნიერებმა ამ ”კანონებს” მათემატიკური ფორმა მისცეს და ზოგიერთი თანამედროვე კონცეფციაც დაამატეს(მაგალითად, გაუმჭვირვალობა), რომელთა შესახებ ტექსტში პირდაპირი მითითება არ გვხვდება, თუმცა იგულისხმება. მიღებული განტოლებები კი სამგანზომილებიანი სფერული სიმეტრიის მოდელის საფუძველში ჩადეს.
ამ განტოლებათა ამონახსნების ძებნაში(უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო) კოსმოლოგმა რიჩარდ ბაუერმა იგივე დარემის უნივერსიტეტიდან, კომპიუტერის დახმარებით იმუშავა, განტოლებებში ოთხი ცვლადის ვარირებით: მატერიის განაწილების გრადიენტი, მატერიისა და სინათლის ურთიერთქმედების ძალა, ”არასრულყოფილი” მატერიის გაუმჭვირვალობის მაჩვენებელი და ”სრულყოფილი” სფეროების გამჭვირვალობა.
მოდელირების ერთ-ერთი შედეგით, მართლაც 9 სფერო გამოვიდა.
მართლაც, მოდელი პარამეტრთა ვიწრო დიაპაზონში ერთმანეთში ჩალაგებულ სფეროებს წარმოქნიდა, თან მთვარის ორბიტის შიგნით 4 დამატებითი სფერო წარმოიქმნა, სრულ შესაბამისობაში შუა საუკუნეების წარმოდგენებთან სამყაროს შესახებ, რომელშიც ცეცხლის, ჰაერის, წყლისა და მიწის სფეროები იყო გამოყოფილი. უმეტეს შემთხვევაში ცვლადების მნიშვნელობები არანაირ სფეროებს არ იძლეოდნენ და პირიქით, ასეულობით კონცენტრულ სფეროს, დიამეტრებისა და სიმკვრივეების თანაფარდობის მკაფიო კოეფიციენტის გარეშე. ზოგჯერ უსასრულო რაოდენობის სფეროები ჩნდებოდნენ, უსასრულო სიმკვრივეებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, გროსსეთესთმა მულტისამყაროს მოდელი შექმნა. შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა ღმერთს ნებისმიერი სახის სამყაროს შექმნა, ის, როგორც ჩანს, დადებით პასუხს გასცემდა. ამ პასუხის დასანახავდ, მათემატიკა და XXI საუკუნის ტექნიკა გახდა საჭირო.
შუა საუკუნეებში სხვა სამყაროს არსებობის თემაზე ცხარე დებატები მიდიოდა. 1277 წელს პაპის ედიქტშიც(ნორმატიული აქტი) კი არის მოხსენიებული, რომელიც ზოგიერთი შემეცნებითი პრობლემის განხილვას კრძალავდა. გროსსეთესთი, რა თქმა უნდა, თავის ტრაქტატში ამის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა, როგორც თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, მისი კოსმოგონია, სხვადახვა სამყაროიების არსებობას უშვებს(მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა).
კიდევ ერთი საინტერესო შენიშვნა შუა საუკუნეების მოაზროვნესთან დაკავშირებით. გეოცენტრული მოდელი კარგად ეთახმებოდა ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც XIII საუკუნეში არსებობდა, ანუ ეს, ნამდვილი მეცნიერბა იყო.
XVII საუკუნეში ტელესკოპების(პირველი ტელესკოპი) გამოჩენამ და ახალმა დაკვირვებებმა პირვანდელი წარმოდგენების გადამოწმება გამოიწვია. ვინ იცის, რამდენად მცდარია თანამედროვე წარმოდგენა სამყაროს აგებულების შესახებ, რომლის გასამართლებლად ისეთი რთული ცნებების შემოღება გვჭირდება, როგორიც არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია(ალბერტ აინშტაინი – დაკარგული ხელნაწერი; )…