ისინი ჩვენს შორის არიან…

 ასტრონეტზე, ანომალურ მოვლენებთან დაკავშირებული გვერდიც გვაქვს, რადგან ეს თემაც, მაინც, ცას ეხება. ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა საიტებზე, რომლებზეც ასევე ანომალურ მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია ქვეყნდება, სულ უფრო ხშირად, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები კონტაქტიორები(ალიენებთან კონტაქტზეა საუბარი 🙂 ) ერთსა და იგივე ქალაქის სახელს ახსენებენ, რომელიც კოსმოსში, ხელოვნურ პლანეტაზეა გაშენებული და რომლის სახელიც ქართულად მაინცდამაინც ლამაზად ვერ ჟღერს, ამიტომ არც ვახსენებ :). როგორც ყველა ქვეყნით, უცხოპლანეტელები საქართველოთიც ინტერესდებიან. უცნაურ შემთხვევებზე მოგითხრობთ, რომლებიც ქართველებს, საქართველოში შეემთხვათ. საინტერესოა, თუ გსმენიათ ვინმეს რამე ქვემოთ დაწერილის შესახებ?

 ა.შ.შ-ში ემიგრირებული მ.თ. საქართველოს მთებში, მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებს დაეძებდა, სურათებს უღებდა და სლაიდების კოლექციებს აგროვებდა. ერთხელ, სახლში დაბრუნებულს, აივანის კარები ღია დაუხვდა. აივანზე ადამიანის მსგავსი არსება იდგა, თუმცა საზარელი სახით: სრულიად თეთრი, უსისხლო კანი, კატასავით ყვითელი თვალებით, ყურების ნაცვლად ორი ხვრელი(განვედ ჩემგან სატანავ 🙂 ). შიშის გრძნობა არ იყო. უფრო მეტიც, მ.თ. თითქოს ელოდა კიდეც უცნობს.

 დაუპატიჟებელი სტუმრის ლაპარაკი პირდაპირ თავში ესმოდა: „არ ინერვიულო. ჩვენ სხვა პლანეტიდან ვართ და თქვენ გითვალთვალებთ. ძალიან ბევრი ჩვენგანი თქვენს შორის ცხოვრობს. თუ შეიძლება, 8 ნომერ ბარათში ჩადებული სლაიდები მომეცი“. ოთახის მეპატრონე, რობოტივით მორჩილი, ოთახში შევიდა, საჭირო ბარათი აიღო და მომხვდურს გადასცა. შემდეგ, ოთახში შესვლისა და სავარძელზე დაჯდომის ბრძანება მიიღო, შემდეგ კი ჩავარდნა მეხსიერებაში.

 მ.თ. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. გადაწყვიტა, რომ უცხოპლანეტელთან შეხვედრა სიზმარი იყო, თუმცა ვეღარც ბარათი და ვეღარც თანმხლები ჩანაწერები იპოვა. ეზოში ჩასულს მეზობელი შეხვდა, რომელმაც ჰკითხა, თუ ვინ იყო ქერათმიანი გოგონა, რომელიც მას აივანზე ელაპარაკებოდა.  გაირკვა, რომ მეზობელი აივნიდან ლამაზი და ქერათმიანი გოგონა დაინახეს, არა მახინჯი უცხოპლანეტელი. ეგეც შენი სიზმარი, ვაი დედა… 🙂

 ორი დღის მერე იმ მთაზე ასვლა გადაწყვიტა, რომელზეც წაღებულ სლაიდებზე აღბეჭდილი მონასტერი ეგულებოდა, თუმცა ნაგებობისგან მხოლოდ ქვების გროვაღა დარჩნილიყო. ადგილობრივმა დარაჯმა უამბო, რომ ახლახანს(როცა მ.თ. უცხოპლანეტელს შეხვდა) ძალიან ძლიერი ჭექაქუხილი ყოფილა. ღამე, მონასტრის თავზე ცისფერი ნათება დაიმზირებოდა, დილით კი სამრეკლო მთლიანად დანგრეული დახვდათ.

 სახლში მ.თ.-მ პერგამენტისმაგვარი ფურცელი იპოვა, რომელზეც ძველი ქართულით შემდეგი სიტყვები იყო ამომწვარი: „მადლობა დახმარებისთვის“.

 1987 წელს საბჭოთა ეკრანებზე(ჯერ კინოთეატრებში, მოგვიანებით ტელევიზიითაც) ”კიევნაუჩფილმ”-ის შემეცნებით-პოპულარული კინოფილმი(მაშინ შემეცნებით-მხატვრულ ფილმს უწოდებდნენ, შემეცნებით-ფანტასტიკური ფრაგმენტებით) გამოვიდა, სახელად  – ”უცხოპლანეტელთა ძებნაში”. უფოლოგებთან ერთად, ფილმის კონსულტანტებად მეცნიერები ი. შკლოვსკი, ვ. ტროიცკი და კოსმონავტი ვიქტორ სავინიხიც იყვნენ მიწვეულები.

 იმ დროს ყველაზე უფრო გახმაურებულ პეტროზავიდსკის შემთხვევასთან ერთად, როცა ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა საბარგო მატარებელი წაიყვანა, ფილმში, თბილისში მომხდარი ამბავიც შევიდა.

 მილიციის ყოფილი პოდპოლკოვნიკი ავთანდილ ბუხრაშვილი, ჰუმანოიდებთან შეხვედრაზე საუბრობს – ”1978 წლის ნოემბრის საღამოს(კაპიტანი ვიყავი მაშინ) დიდი ზომის მფრინავი ობიექტი დავინხე, რომელიც მთის იქეთ მიიმალა. აივანზე გამოსულმა ჰორიზონტალურად მფრენი ორი უჩვეულო არსება შევამჩნიე, რომლებიც თავიდან ფრინველები მეგონა. არსებებმა ვერტიკალური მდგომარეობა მიიღეს და ჩემს აივანზე დაეშვნენ. 2 მეტრამდე სიმაღლის მომხვდურთა სხეულები სპეცტანსაცმელით მთლიანად იყო დაფარული. თავზე მუზარადები ეხურათ, ვიბრირებადი ორი ანტენით, პატარა ბურთულებით ბოლოებზე, სახესთან პატარა ჩარჩოები ჰქონდათ, მათში დიდი თვალები დავინახე, წამწამების გარეშე. ერთ-ერთმა მომხვდურმა, ქართულ ენაზე, მათთან ერთად გამგზავრება შემომთავაზა. მე თავზიანად უარი ვუთხარი, ავადმყოფი გულის მოტივით. უცხოპალნეტელმა კამათელისმაგავრი აბი მომცა და მისი გადაყლაპვა მომთხოვა. ამ დროს წრიპინის ხმა გაისმა, როგორც ჩანს, უკან დაბრუნების სიგნალი მათთვის. არსებები შიშინისმაგვარი ხმით აფრინდნენ და ზუსტად იმ მთისკენ გაემართნენ, საითაც ამო-გაფრინდა… მთელი ღამე და დილა იმაზე ვფიქრობდი, ეს ყველაფერი მართლა მოხდა თუ მომეჩვენა”(ნარკომანისთვის წართმეული თუ მოწიე… 🙂 )

alienebi da bavshvi ვის ესაუბრებიან ე.წ. კონტაქტიორები? რას გვასწავლიან ისინი? რომელ კოსმოსურ ქალაქებზეა ლაპარაკი და ნამდვილად კოსმოსშია ისინი? სამწუხაროდ, ამ შეკითხვებზე სარწმუნო პასუხები არ არსებობენ. შესაძლებელია, რომ საქმე არა უცხოპლანეტელებთან, არამედ პარალელური სამყაროს(ნეიტრონის პარალელურ სამყაროში გაქცევის რეგისტრაციის მეთოდი?!) არსებებთან ქვაქვს, ან ადამიანებზე ჩატარებულ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებზე. ვინ ატარებს მათ(მსოფლიო შეთქმულება  🙂 ), ისეთივე ძნელი დასადგენია, როგორც არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის მტკიცება(რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?; WOW და სხვა სიგნალები…; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!; უცნაური რადიოექო; ძველი ცივილიზაციები)…

9 comments

  1. რაღა ამომწვარი დაეწერა პასტით 😀 იმ ქალაქის სახელმა დამაინტერესა ქართულად რო ცუდად ჟღერს 😀

  2. Me vfiqrob rom sxva civilzaciebma tu moaxerxes imdeni rom gadoelaxt aamxela mandzilebi. mashin mat miagwies ganvitarebis umagles safexurs aqedan gamomdinare isini aset primitiul (mattvis primitiuli : D 🙂 metods contactisas ar gamoiyeneben da zogadad arc damyareben adamiantran conntacts radgan ubralod rom daufiqrde rashi swirdebat isedac shedzlebat nebismieri informaciss migeba 🙂 da plius ar mgonia asti rasas pizikuri sxeuli hqondes 🙂

  3. mdaa.. saintereso ambavia
    im qalaqis saxeli mec mainteresebs ))))))))
    badger aqve dawero iqneba mxolod pirveli asoebi da mivxvdebit ))))

  4. საიტერესო სტატიაა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ავტორის ირონიული ჩართვების გარეშე… პირადად ჩემთვის გამაღიზიანებელია. 🙂

  5. ირონიის გარეშე ამაზე როგორ უნდა დაწერო?!:)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.