თავის დროზე, ნეპტუნიც ჰიპოთეტური პლანეტა იყო: ასტრონომები მის არსებობას წინასწარმეტყველებდნენ, ტელესკოპებისთვის უხილავი კი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა. ბევრი ჰიპოთეზა უკვე უარყოფილია, ზოგიც მტკიცებულებებს ელოდება.
პლანეტა X
XIX საუკუნის დასაწყისში ასტრონომებმა, იყენებდნენ რა ნიუტონის კანონებს (მსოფლიო მიზიდულობის ძალა; ნიუტონის კანონები), კიდევ ერთი პლანეტის არსებობა ივარაუდეს, რომლის მიზიდულობის ძალა ურანის მოძრაობის ტრაექტორიაზე ახდენდა ზეგავლენას. ეს პლანეტა ნეპტუნი აღმოჩნდა. თუმცა მისი მასა, მეცნიერთა გამოთვლით, ურანის ორბიტის ასახსნელად არასაკმარისი გამოდგა.
მზის სიტემაში კიდევ ერთი პლანეტა უნდა ყოფილიყო, მეცხრე, რომელიც ამერკელმა ასტრონომმა, პერსივალ ლოუელმა, პლანეტა X-ად მონათლა. ამ პლანეტის აღმოჩენის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით აღმოჩენილ პლუტონსაც არ გააჩნია ურანის ორბიტაზე ზემოქმედებისათვის შესაფერისი მასა.
პლანეტა X-ის ძებნა 1989 წელს შეჩერდა, როცა კოსმოსურმა აპარატმა ”ვოიაჯერ 2” (კაცობრიობა მზის სისტემას იკვლევს)-მა ნეპტუნის მასის ზუსტი გაზომვა ჩაატარა. მისი მასა სავარაუდოზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, რითაც ურანის ორბიტის წანაცვლების სრულფასოვანი ახსნა მოხერხდა.
მარსსა და იუპიტერს შორის
XVI საუკუნეში, იოჰან კეპლერმა, მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ უზარმაზარ სიცარიელეზე გაამახვილა ყურადღება. მისი ვარაუდით, იქ კიდევ ერთი პლანეტა უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდი სხვა ასტრონომებმაც გაიზიარეს (იოჰან კეპლერი და მისი კანონები).
უხილავი პლანეტის ორბიტის გამოთვლის მერე, ასტრონომებმა მისი ძებნა ტელესკოპებით დაიწყეს (პირველი ტელესკოპი). 1801 წელს, ციური სხეული მართლაც აღმოაჩინეს, რომლის ორბიტა ნავარაუდევს ემთხვეოდა, თუმცა მისი ზომა სრულფასოვანი პლანეტისგან ძალინ შორს იყო.
საუბარია ცერესზე (ცერერა), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ასტეროიდად ითვლებოდა. პლუტონის მსგავსად, ისიც ჯუჯა პლანეტების სიაში გადაიყვანეს.
თეია
მარსის ზომის ჰიპოთეტური პლანეტა, რომელთან შეჯახებით 4,4 მილიარდი წლის წინათ მთვარე წარმოიქმნა. ეს სახელი ინგლისელმა გეოქიმიკოსმა ალექს ჰოლიდეიმ შეარქვა, ტიტანიდის საპატივცემულოდ, რომელმაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მთვარის ქალღმერთი – სელენა გააჩინა (მთვარის ცეცხლოვანი წარსული).
აქვე უდა აღინიშნოს, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის წარმოშობა ბოლომდე გარკვეული ჯერ კიდევ არ არის.
არც ისაა გამორიცხული, რომ დედამიწა-მთვარის წყვილი მზის სისტემის ფორმირების დროს ჩამოყალიბდა, ან ჩვენმა პლანეტამ მთვარე გრავიტაციული ძალით გამოიჭირა (დედამიწის ატმოსფერო თეიამ დაშალა?).
ვულკანი
ურანი არ იყო ერთად-ერთი პლანეტა, რომლის ტრაექტორია თეორიულად მიღებულს არ ეთანხმებოდა. 1859 წელს, მერკურის პერიჰელიუმის (მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) ანომალურმა წანაცვლებამ, ასტრონომები აიძულა პლანეტური სისტემის ყველაზე პატარა წევრსა და მზეს შორის ჰიპოთეტრური პლანეტა ვულკანი ეძებნათ.
ამ ამოცანას მზის ელვარება აძნელებდა. ზოგიერთი მეცნიერი მზეზე გამოჩენილ ლაქებს პლანეტა ვულკანად აღიქვამდნენ.
1915 წელს, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის გამოჩენით ეს პრობლემა გადაწყდა. მერკურის ორბიტის გამოთვლაში კორექტივების შეტანით, რომლებსაც ფარდობითობის თეორია კარნახობდა (მზის მიერ დრო-სივრცის გამრუდება), დამატებითი პლანეტის აუცილებლობა გამოირიცხა.
ფაეტონი
მეორე დიდი ასტეროიდის – პალადას აღმოჩენამ, ცერესის აღმოჩენიდან ერთი წლის მერე, გერმანელი ასტრონომი ჰენრიხ ოლბერსი აიძულა ევარაუდა, რომ ორივე ასტეროიდი პლანეტის ფრაგმეტები უნდა ყოფილიყო, რომელიც კომეტასთან შეჯახებით განადგურდა.
ასეთ შემთხვევაში, მარსსა და იუპიტერს შორის, განადგურებული პლანეტის ფრაგმენტების კიდევ უფრო მეტი რაოდენობა უნდა იყოს. მოგვიანებით, იუნონასა და ვესტას აღმოჩენამ ამ ჰიპოთეზის მართებულობა დაადასტურა. დაშლილ პლანეტას ფაეტონი შეარქვეს, მზის მითოლოგიური შვილის სახელი, რომელიც თავისი მამის ოთხთვალათი დაიმტვრა.
ასტეროიდული სარტყელის ყველა ობიქტის საერთო მასაც, პლანეტის პირობაზე, ძალიან მცირეა. გარდა ამისა, თვითონ ასტეროიდებსაც ძaლიან განსხვავებული შემადგენელი გაჩნია. მეცნიერთა აზრით, სარტყელი მცირე ფრაგმენტების მიზიდვით ჩამოყალიბდა.
პლანეტა V
კიდევ ერთი ჰიპოთეტური პლანეტა, რომელიც 4 მილიარდი წლის წინათ მარსსა და ასტეროიდულ სარტყელს შორის უნდა ყოფილიყო, ნასას სპეციალისტებმა ჯეკ ლისომ და ჯონ ჩემბერსმა იწინასწარმეტყველეს.
მათი გამოთვლების მიხედვით, პლანეტა V უკიდურესად არასტაბილურ და ექსცენტრულ ორბიტაზე უნა მოძრაობდეს. მისი არსებობა მეტეოროიდული ბომბარდირებითა და მზეზე დაცემით უნდა დასრულებულიყო, ხოლო ასტეროიდული სარტყელის ფორმირებას მასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა.
მეხუთე გაზის გიგანტი
მეტეოროიდული ბომბარდირების ახსნას, რომლის დროსაც მთვარის კრატერთა უმრავლესობა გაჩნდა, ასევე, ზოგიერთ სხვა პლანეტაზე არსებული კრატერებიც, ე.წ. ნიცას მოდელი იძლევა.
ამ მოდელის მიხედვით, გარე გაზის გიგანტების ორბიტები (სატურნი, ურანი, ნეპტუნი) თავდაპირველად, მნიშვნელოვნად მცირე ზომისა იყო. პროტოპლანეტური დისკოს გაფანტვის მერე კი ეს პლანეტები ახლანდელ ორბიტებზე გადავიდა.
პლანეტების მიგრაცია, მზის სისტემაში დაფიქსირებულ ბევრ ფენომენს ახსნიდა (იუპიტერის მიგრაცია), თუმცა ამისათვის კიდევ ერთი გაზის გიგანტია საჭირო. მეცნიერთა ვარაუდით, კოსმოსური კატაკლიზმების შედეგად, მეხუთე პლანეტა მზის სისტემიდან გაიტყორცნა (მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს).