სად დაიმალა პლანეტა X?

 ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ტელესკოპმა „WISE“-მ იდუმალი ნემესიდა ვერ აღმოაჩინა. ნასას კუთვნილმა ამ აპარატმა მთელი ცის სკანირება დაასრულა, უამრავი აქამდე უცნობი ვარსკვლავი დაინახა, პლანეტა X კი ვერა(ბრაზილიელი ასტრონომის აზრით ”პლანეტა-X” არსებობს).

 ასეთი ობიექტის არსებობის ვარაუდი ბიოლოგიური სახეობების მასობრივი გადაშენების პერიოდების ასახსნელად გამოითქვა, რომლებიც, მეცნიერთა აზრით, ყოველ 26 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდებოდა(ბნელი ფოტონები და სიცოცხლის გადაშენება დედამიწაზე). ეს პერიოდები, ოორტის ღრუბლის ყინულოვანი ობიექტების გრავიტაციულ შეშფოთებებსა და მათ ღრუბლიდან ამოვარდნას უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც მზის იდუმალი კომპანიონი შეიძლება იწვევდეს(საშიშროება კოსმოსიდან). გარდა ამისა, ასტრონომების მიერ ჩატარებული დაკვირვებებიდან გამომდინარე, ოორტის ღრუბლის კიდეს მკაფიო მოხაზულობა აქვს, როგორც ორმაგ ვარსკვლავებთან დაიმზირება, ხოლო მსგავსი ღრუბელი მრტოხელა ვარსკვლავებთან გადღაბნილია(ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან).

 ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ეს ობიექტი(პლანეტა ან ვარსკვლავი) ჩვენი მზის თანამგზავრი შეიძლება იყოს, მნათობიდან 0,8-1,5 სინათლის წლის მანძილზე, ოორტის ღრუბელს გარეთ.

 „არანაირი მზის თანამგზავრი დიდი პლანეტა ან მკრთალი ვარსკვლავი არ არსებობს“ – აცხადებს ქევინ ლიუმანი პენსილვანიიდ შტატის უნივერსიტეტიდან.

 „WISE“-მ 2010-11 წლებში მთელი ცის თაღი გამოიკვლია, თუმცა ჰიპოთეტური პლანეტა თუ ვარსკვლავი ვერსად დაინახა. სამაგიეროდ, 750 მილიონი აქამდე უცნობი ვარსკვლავი, ასტეროიდი, გალქტიკა და სხვა ობიექტები აღმოაჩინა(კიდევ „WISE“-ეს შესახებ. სინამდვილე და გამონაგონი – „ქვეყნიერების დასასრული 2012“;დასასრულის დასაწყისი ან რატომ არ იქნება სამყაროს დასასრული?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.