სინამდვილე და გამონაგონი – „ქვეყნიერების დასასრული 2012“

კიდევ გაშინებენ ცეცხლოვანი ბურთები, რომლებიც ზეციდან ცვივა? ვერ იძინებთ „მომაკვდინებელი ცეცხლოვანი ანთებების გამო“? ან, დაიღალეთ ნიბირუსთნ შეჯახებაზე ფიქრით?

 არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. „განკითხვის დღე 2012“ უბრალო მისტიფიკაციაა, გარკვეული მარკეტინგული ხრიკი. მაგრამ თუ ისევ არსებობს ეჭვი და მერყეობა, 21 დეკემბერი კი დადგა, ხოლო ზოგიერთი აღსასრულს 23-შიც ელოდება. კიდევ ერთხელ გთავაზობთ, საღი გონებით, შევაფასოთ „განკითხვის დღე 2012“-ის სცენარის განვითარების მომენტები, რომლებიც მოიგონეს ადამიანებმა, რათა თქვენი შიშებით ფული გააკეთონ.

  1. წინასწარმეტყველებდნენ მაის ტომელები „ქვეყნიერების აღსასრულს“? არა. თუ ეს ასე არ იყო, მაშინ საიდან ეს მოლოდინი? ეს ეიფორია ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი, ხოლო ზოგიერთებისთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა.
  2. პლანეტა ნიბირუ(Х)? არ შეიძლება უეცრად პლანეტა გიგანტი  გამოჩნდეს და დედამიწა გაანადგუროს? არა. ნებისმიერი ადამინი, კარგი მხედველობით, ან ყველაზე უფრო სუსტი ტელესკოპით, აქამდე ბევრჯერ შეამჩნევდა მას, მართლაც რომ არსებობდეს.
  3.  კომეტები და ასტეროიდები? არ არის აღმოჩენილი არცერთი ასტეროიდი(დედამიწისკენ მოძრავი), რომელსაც მსოფლიო მასშტაბების ნგრევა შეუძლია გამოიწვიოს.
  4. მკვლელი ზაზუნების აჯანყებაSmile? სისულელე, თუმცა აღსასრულის ასეთი სცენარი სხვებს ნამდვილად ჯობიაSmile.
  5.  იქნებ პოლუსების ცვლილება მოხდეს? დედამიწის პოლუსები შორეულ წარსულში ხშირად იცვლებოდა, თუმცა რაც მოაზროვნე ადამიანი არსებობს, მსგავსი არაფერი მომხდარა.
  6. „მომაკვიდნებელი მზიური ანთებები“, რეალური სცენარი არ არის? არ არსებობს რაიმე ტკიცებულება იმისა, რომ 21/23 დეკემბერს უმძლავრეს მზიურ ანთებებს უნდა ველოდოთ.
  7. შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში საშიშროებას არ წ არმოადგენს? არა. იქამდე მანძლი 30 000 სინათლის წელია. თან ასეთი წყნარი ზემასიური ხვრელი, მგონი არცერთ სპირალურ გალაქტიკაში არ არის.

რა თქმა უნდა, 21 დეკემბერთან დაკაშირებით კიდევ ბევრი წინასწარმეტყველება არსებობს, თუმცა ვერცერთს ვერ უწოდებ კორექტულს, აზრიანს. ბევრი უმეცრების გამო გაჩნდა, ზოგიც  ფანტაზიით. ყოველი სცენარის უკან დგანან პიროვნებები, რომლებსაც უბრალოდ, ფულის შოვნა უნდათ(ფილმები, წიგნები…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.