ყველაზე ცხელი ვარსკვლავი

 თეთრი ჯუჯა RX J0439.8-6809-ის ტემპერატურა 250 ათას გრადუსს უტოლდება. ეს ვარსკვლავი 42-ჯერ ცხელია მზეზე და 50 ათასი გრადუსით ცხელი წინა ჩემპიონზე – H1504+65. ამასთან ერთად, როგროც მეცნიერები ამბობენ, ვარსკვლავი ინტენსიურად ცივდება და ათასამდე წლის წინათ კიდევ უფრო ცხელი იქნებოდა(აქვს თუ არა ტემპერატურას ზღვარი?).

 შედარებისთვის, ჩვენი მნათობის ზედაპირის ტემპერატურა 6 ათასი გრადუსია დაახლოებით და ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილური რჩება უკვე 4,6 მილიარდი წელია. დაახლოებით 5 მილიარდის წლის მერე, როცა მზე სასიცოცხლო ციკლის ბოლოსკენ წავა, მისი ზედაპირის ტემპერატურა 180 ათას გრადუსამდე გაიზრდება. გამოსიხვებული ენერგიის რაოდენობა სრულიად საკმარისი იქნება მზის სისტემის შიდა პლანეტების(მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) ასაორთქლებლად.

 აღსანიშანვია, რომ ვარსკვლავები ტემპერატურის სწრაფ ზრდას მაშინ იწყებს, როცა მათ წიაღში ბირთვული საწვავის მარაგი იწურება. ცენტრიდან, ზედა ფენებისკენ მოძრავი ენერგიის ნაკადები სუსტდება, ვარსკვლავი შეკუმშვას იწყებს და მაღალ ტემპერატურებამდე ცხელდება(ჩანდრასეკარის ზღვარი). ყველაზე ცხელ ვარსკვლავებად, მომაკვდავი ცისფერი სუპერგიგანტები ითვლებოდა(ყველაზე კაშკაშა და მძიმე ვარსკვლავი), რომელთა მასა ასეულობითჯერ აჭარბებს მზისას. ზეგაცხელებული თეთრი ჯუჯას აღმოჩენამ, მეცნიერებს არსებული თეორიების გადახედვა აიძულა(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 RX J0439.8-6809 ოცი წლის წინათ აღმოაჩინეს. მისმა ელვარებამ ასტრონომებს აფიქრებინა, რომ ეს, ირმის ნახტომის ჯუჯა მეზობლის – მაგელანის პატარა ნისლეული, კუთვნილი ვარსკვლავია. თუმცა, ”ჰაბლი”-თ მიღებული ახალი მონაცემებით დადგინდა, რომ მასსა და ჩვენს შორის არანაირი გაზურ-მტვროვანი ღრუბელი არ არის. მდებარეობს გალაქტიკის კიდეზე და ჩვენს მიმართ 220 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს(ირმის ნახტომის ”ქრონორუკა”; ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე; ექსტრემალური ტემპერატურა).

One comment

  1. გამარჯობა არ ვიცი მაგრამ მაინც უნდა მოხდეს და ბიოსისტემების ინჟინერია

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.