ირმის ნახტომის ”ქრონორუკა”

 ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ე.წ. ჰალოს პირველი ”ქრონორუკა” შეადგინეს, რომლის მიხედვითაც, უძველესი ვარსკვლავების ადგილ მდებარეობის დადგენა იქნება შესაძლებელი(Astrophysical Journal Letters).

ასტროფიზიკოსმა ტიმოთი ბირსმა და მისმა კოლეგებმა(ნოთრ-დამის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.), ეს რუკა, ცალკეული უძველესი ვარსკვლავების შესწავლაზე დაყრდნობით, მათ მიერვე ”გალქტიკურ ქრონოლოგიად” წოდებული კვლევით შეადგინეს.

 ჩვეულებრივი ცისფერი გიგანტებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი მასებითა და სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობით,  ე.წ. ”ჰორზიონტალური შტოს ცისფერი გიგანტები”(BHB-ვარსკვლავები), პატარა და ელვარე, მზის ზომის მნათობებს წარმოადგენს, მილიარდობით წლის ასაკით(ვარსკვლავი).

 გალაქტიკის კიდეზე მდებარე BHB-ვარსკვლავების დიდმა რაოდენობამ მეცნიერებს საშულება მისცა ეს ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკის ქრონოლოგიური რუკის შესადგენად გამოეყენებინათ – როგორ ვითარდებოდა ირმის ნახტომი შორეულ წარსულში.

ცის ციფრული დამზერის სლოანისეული პროგრამით მიღებულ ფოტოებზე, ბირსმა და მისმა კოლეგებმა 4 700 BHB-ვარსკვლავი აღმოაჩინეს. მათი ასაკის დაზუსტება შეფერილობის მიხედვით მოხდა, რაც უფრო მოწითალოა ვარსკვლავი, მით უფრო ხნიერია იგი. BHB-ვარსკვლავების ”ფერთა” შედარებით დადგინდა, როგორ იბადებოდა ირმის ნახტომის(როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?).

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხნიერი ცისფერი გიგანტები, რომელთა ასაკი დაახლოებით 11,5-12 მილიარდი წელია, ჰალოს ახლო ნაწილში მდებარეობს, 40 000 სინათლის წლის მანძილზე გალაქტიკის ცენტრიდან. უფრო შორეულ კიდეებზე, შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებია თავმოყრილი, ახლოს მდებარე ჰალოს ნაწილის ვარსკვლავთა ასაკზე 800 მილიონი წლით ახალგაზრდა(ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე).

 ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკის ძირითადი ნაწილი, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 2 მილიარდი წლის მერე, უკვე ფორმირების პროცესში იყო, რაც სხვა შეფასებებსა და ჰალოს შესახებ კოსმოლოგიური თეორიით ნავარაუდევს შეესაბამება.

 ამასთან ერთად, ქრონორუკა საშუალებას იძლევა გავიგოთ, როდის შეეჯახა და მიიერთა ირმის ნახტომმა მეზობელი ჯუჯა გალაქტიკები, რომელთა ნარჩენები იზოლირებული BHB-ვარსკვლავების სახით დარჩა ჩვენი გალაქტიკის შიგნით.

galaqt arqeologia 2
ირმის ნახტომის ქრონოლოგიური რუკა.

 ბირსი და მისი კოლეგები, სლოანისეული პროგრამით მიღებული მონაცემების ანალიზს აგრძელებენ და მათში, ასეულობით ათასი BHB-ვარსკვლავების აღმოჩენას ვარაუდობენ. ამით, ჩვენი გალაქტიკის, სხვებთან შეჯახებათა სხვა ეპიზოდებიც გამოაშკარავდება, მათი ზეგავლენა გალაქტიკის ევოლუციაზე და ალბათ, დედამიწის ფორმირებაზე და სიცოცხლის გაჩენაზე მის ზედაპირზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.