გსმენიათ ალბათ, რომ ატომის 99,9% – მხოლოდ ცარიელი სივრცეა. წერტილამდე რომ შეგვეკუმშა, მისი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელი გადხებოდა და პირველად ზომასთან შეუდარებლად პატარა იქნებოდა.
ადამიანის შემადგენელი ატომებიდან რომ ცარიელი სივრცე მოვაშოროთ, შვიდივე მილიარდი ადამიანი ფორთოხლის ზომის სივრცეში ჩაეტევა. ადამიანის მიმართ ნათქვამი ”ცარიელი ადგილი”, როგორც ჩანს, აზრობრივ დატვირთვას იძენს.
წარმოადგენენ რა სამყაროს სამშენებლო მასალას, ატომები ყველგან გვხვდება. მზის სისტემის მასის 99,86% მზეზე მოდის. მზის მასა დაახლოებით 300 000-ჯერ აჭარბებს დედამიწისას. მზის ¾ წყალბადზე მოდის, ¼ კი ჰელიუმზე(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი). როგორც ერთი მნათობი იღებს თავის თავზე თითქმის მთელი სისტემის მასას, ისევე შეიძლებოდა დატეულიყო მთელი კაცობრიობა ხელის გულზე.
ატომები ძალინ მცირე ზომისაა, თუმცა ყველა არსებული მათ უნდა უმადლოდეს თავის არსებობას. ობობას ქსელის ერთ ძაფს დაახლოებით მილიონი ატომი აქვს დიამეტრზე. მისი მასა, ან მატერიის 0,1%, ძაფის ცენტრშია კონცენტრირებული, სანტიმეტრის მეტრილიონედი ზომის ისვრცეში. დანარჩენი სიცარიელე, თავბრუს დამხვევი სიჩქარეებით მოძრავი ელექტრონებითაა შევსებული. შედარებისთვის, თუ წარმოვიდგენთ, რომ ატომის ბირთვი ფეხმურთის ბურთის ზომისაა, მასთან უახლოეს ელექტრონამდე მანძილი 800 მეტრი იქნება(ბრუნავს თუ არა ელექტრონი ბირთვის გარშემო?).
უკვე ვიცით, რომ სამყარო უზარმაზარია და ატომებისგან შედგება, ისიც, რომ ატომი ”ცარიელი ადგილია” და მატერიის უმცირეს რაოდენობას შეიცავს. მატერიის რა რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს მთელი სამყარო? მისია პლანკეზე პასუხისმგებელი მენციერებისა და სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, ჩვეულებრივ მატერიაზე მხოლოდ 4,9% მოდის. დანარჩენი ნაწილი ბნელ მატერიასა(26,8%) და ბნელ ენერგიას(68,3%) უჭირავს. ბნელი ენერგია შეგვიძლია უგულვებელვყოთ, რადგან ის ნამდვილი სიცარიელის ექვივალენტია – ეს არ არის მატერია. შეუძლია კი ნივთიერებებით ჩვენი უზრუნველყოფა ბნელ მატერიას?
დღევანდელი დღისთვის, ბნელი მატერია, კოსმოლოგებსა და ასტრონომებს შორის გავრცელებული ყველაზე უფრო ძლიერი ჰიპოთეზაა, მხოლოდ ჰიპოთეზა(LUX-ი ბნელი მატერიის ნაწილაკებს ვერ ხედავს).
ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არსებობს, რადგან რაიმე აუცილებლად უნდა იყოს – საუბარია დიდი ზომის ასტრონომიული ობიექტების მასათა შეუსაბამობაზე, რომელიც მათ გრავიტაციულ ეფექტებში გამოიხატება, და მასაში, რომელიც მთელს დამზერად(ხილულ) სამყაროს უნდა ჰქონდეს. ბნელი მატერია განიხილება ნივთიერებად, რომელსაც არ ანათებს სინათლე, არც შთანთქავს და არც ასხივებს მას. უარეს შემთხვევაში, ბნელი მატერია საერთოდაც არ არსებობს და სამყაროს მასის დანაკლისს სხვა ახსნა უნდა მოვუძებნოთ.
რაშია ბნელი მატერიის ჰიპოთეზის სიძლიერე? რატომ არ დავწერთ უბრალოდ ”მატერიასა და მასას შორის შეუსაბამობა”? საქმე ისაა, რომ ეს დაუდგენელი მატერია ძლიერ ზეგავლენას ახდნეს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების ორბიტალურ სიჩქარეებზე(გალაქტიკის კიდეზე მდებარე ვარსკვლავებს მის შიგნით აკავებს) და გალაქტიკურ გროვებში(გროვები არ იშლებიან) დამზერად მასის დანაკლისზეა პასუხიმგებელი. როგორც არ უნდა იყოს, ატომებისა და უხილავი სამყაროს ქცევა გამოცანად რჩება(ფრიც ცვიკი; ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი; ფარულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი; კაცობრიობის მთელი ცოდნა ერთ კოვზ დნმ-ზე დაეტევა)