”უცხოპლანეტელების მოძებნა თუ გვინდა, ჩვენი თავი მათ ადგილზე უნდა დავაყენოთ”

 ასტრონომთა ჯგუფმა, მოაზროვნე არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ახალი მეთოდი წარმოადგინა – თვითონ უნდა გავხდეთ უცხოპლანეტელები ან მათ ადგილზე დავაყენოთ საკუთარი თავი და დავადგინოთ, სად უფრო ადვილად დაგვინახავენ ისინი.

 ჩვენსაზე მეტად განვითარებული არამიწიერი გონის აღმოჩენა სამყაროს შეცვლის. თუმცა მათი აღმოჩენა, ჩვენი ეპოქის ყველაზე უფრო თანამედროვე მოწყობილობითაც კი, ძალიან რთული საქმე გამოდგა(არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ძალიან ძნელი საქმეა).

 პროექტი SETI(არამიწიერი მოაზროვნე არსებების ძებნა; SETI Live: მიიღე მონაწილეობა უცხოპლანეტელების ძებნაში), 60-იანი წლებიდან ნადირობს მათზე. ამ დროის განმავლობაში ცის ძალიან მცირე ნაწილის დათვალიერება მოხერხდა. ძებნის სხვადახვა მეთოდები ასტრობიოლოგებმაც წარმოდგინეს, რომლებითაც ძებნის არეალის შემცირება იქნებოდა შესაძლებელი(ასტრობიოლოგია: იშვიათი სახეობა). ვარსკვლავებით მდიდარი სფერული გროვები, გალაქტიკის ცენტრი, ადგილები, სადაც უცხოები თავიანთ შუქურებს დააყენებდნენ და ა.შ.(უცნაური რადიოექო).


სფერული აპერტურის რადიოტელესკოპი(მშენებლობის პროცესშია. ჩინეთი).

 თუ იქ ვინმე ჩვენი მსგავსი არსებობს, ისინიც წყლით დაფარული პლანეტის ძებნას დაიწყებენ, აზოტით მდიდარი ატმოსფეროთი, რომელიც მზისმაგავრი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, სადღაც, ირმის ნახტომის ცენტრსა და კიდეს შორის(“X თაობამ” თავისი კოსმოსური მისამართი არ იცის).

 ჩვენი მეზობლები თუ ხედავენ, როგორ მოძრაობს დედამიწა თავისი მნათობის გარშემო(ტრანზიტი), მაღალია ალაბათობა იმისა, რომ უკვე აღმოგვაჩინეს და სიგნალებიც გამოუშვეს ჩვენსკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოწყობილობა იქეთ უნდა მივმართოთ, საიდანაც დედამიწის ტრანზიტი შეიძლება დაიმზირებოდეს, კოსმოსის მცირე ნაწილისკენ, რომელიც დაახლოებით 100 000 ასეთი კვლევისთვის შესაბამის ვარსკვლავს შეიცავს. ასი ათასი ვარსკვლავი, მთელი გალაქტიკის 100 მილიარდამდე ვარსკვლავთან შდარებით – არაფერია. ამავე დროს, 100 000 სწორედ ის რიცხვია, რომელიც თანამედროვე რადიოტელსკოპების შესაძლებლობებზე მეტყველებს(გიგანტური რადიოტელესკოპი).


იური მილნერი და სთივენ ჰოქინგი.

 გასულ წელს, რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა, 100 მილიონიანი პროექტი წამოიწყო – Breakthrough Listen(ძებნა გრძელდება…), რომლის მთავრაი ამოცანა, არამიწიერი მოაზროვნე სიცოცხლის აღმოჩენაა – SETI-ს ღირსეული პარტნიორი.

 ბევრი ფილოსოფოსი, მათ შორის SETI-ს თანამშრომლებიც, დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში ჩვენს მიერ აღმოჩენილი უცხო ცივილიზაცია, მაღალი ალბათობით, ძალიან ძველი იქნება. სხვანაირად რომ ვთქავთ, მოაზროვნე სიცოცხლის ტექნოლოგიური დონე, ჩვენსაზე ათეულობით, ასეულობითა და ათასეულობით თაობოთ წინ იქნება(უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები; სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია).


ალენის რადიოტელეკოპთა მასივის ნაწილი(SETI).

 თუ საკითხს ამ მხრიდანაც შევხედავთ, ნანატრი უცხო ცივილიზაციების მოძებნის სურვილი საკამათო გახდება, არაშორსმჭვრეტელური და უაზრო. მეორეს მხრივ, შესაძლებელია, თვითონ უცხოებს არ უნდათ, რომ ისინი ვინმემ აღმოაჩინოს. მოსაზრებათა უამრავი რაოდენობა არსებობს.

 რაიმე ახლის აღმოჩენა, საიდუმლოებებისა და გამოცანების ამოხსნა, ძებნა, ცოდნის გამდიდრება – ყველაფერის ეს ბუნებამ ჩადო ჩვენში. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, მცდელობაზე მაინც, უარის თქმა უბრალოდ არ შეგვიძლია.

 დედამიწის ტრანზიტული ზონის გულდასმით დათვალიერება თუ ჩვენი კოსმოსური მარტოობის შანსებს შეამცირებს და ჩვენის მსგავსი ცივილიზაციის აღმოჩენის საშუალებას მოგვცემს, ეს მცდელობა იმ დანახარჯერბს გაამართლებს, რომელიც მასში იქნა ჩადებული(მდუმარების კიდევ ერთი მიზეზი…; უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…; ანომალური მოვლენები).

One comment

  1. მდუმარების მიზეზები………რა სასაცილოა!!!!!!!! რატომ აქამდე ვერ დამტკიცდა და ვერ ვიპოვნეთ სხვა არსება?..რა სასაცილოა….რატომ ვერ ვპოულობთ სხვა დასახლებულ პლანეტას??? ესეც არანაკლებ სასაცილოა.
    იქნებ ცოტა სხვანაირად ვიფიქროთ????????????????????? დავიჯერო და ვერა?????????????????

    აი , ეს უკვე ყველაზე სასაცილო მომენტია……………….არ მიწყინოთ! მე უბრალოდ ვცდილობ ისევე ჩავწვდე ფარულ ჭეშმარიტებას , როგორც სხვები, ამ საკითხებზე რომ მუშაობენ…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.