არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ძალიან ძნელი საქმეა

 იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე ეკზოპლანეტაზე გადასხდომა ადამიანების ძალებს აღემატება, ასტრონომებს ისღა დარჩენიათ არამიწიერი სიცოცხლე დისტანციურად ეძებონ. ბევრი მათგანი თვლის, რომ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის სარწმუნო არგუმენტი მის ატმოსფეროში ჟანგბადისა და მეთანის აღმოჩენა იქნებოდა. მათი აზრით, ასეთი ბიოლოგიური ნიშნების აღმოჩენის ალბათობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტია ამ პლანეტისა და მისი ვარსკვლავის მსგავსება დედამიწასთან და მზესთან შესაბამისად. ამის შესახებ ორგანული ქიმიის დოქტორი აქშათ რათჰი წერს(დიდი ბრიტანეთი).

 ხსენებული ბიოლოგიური მარკერების მაძებარ ასტრონომებს იმდეგაცრუება ელოდებათ. ახალი კვლევით დგინდება, რომ ამ ბილოლოგიური ნიშნების აღმოჩენა სიცოცხლის არსებობის უტყუარი მტკიცებულება ვერ იქნება. როგორც გაირკვა, ეკზოპლანეტისა და მის გარშემო მბრუნავი ეკზომთვარის ატმოსფეროების ცალცალკე კვლევა შუძლებელია, რადგან მათი სინათლეები ერთმანეთს გადაფარავენ.

 არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში

 დასაწყისისთვის, ასტრონომებმა ვარსკვლავი უნდა იპოვონ, რომლის გარშემო პლანეტები ბრუნავენ. შემდეგ იმაში უნდა დარწმუნდნენ, რომ ერთი მათგანი მაინც, ე.წ. სიცოხლისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს(უცხო სიცოცხლე), ანუ ვარსკვლავიდან მანძილზე, რომელზეც თხევადი წყლის არსებობა არის შესაძლებელი. შემდეგ ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული სინათლე უნდა გაშიფრონ, რათა გაირკვეს რა შეიცვალა მის სპექტრში ეკზოპლანეტის ატმოსფეროში გავლის მერე. ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლე მხოლოდ ორი გაზის პროდუცირებას ახდენს, რომლებიც ბუნებრივი გზით, თან ერთდროულად, ატმოსფეროში ვერ მოხვდებიან. საუბარია ფოტოსინთეზით წარმოქმნილ ჟანგბადზე და მიკრობული წარმომავლობის მეთანზე.

 ჟანგბადი და მეთანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცოცხალი ორგანიზმების გარეშეც შეიძლება გაჩნდნენ, ამიტომ თუ პლანეტის ატმოსფეროში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია, მეცნიერები მისდამი ინტერესს კარგავენ. ცოცხალი ორგანიზმების გარეშე წარმოქმნილი ჟანგბადი და მეთანი რეაქციაში შედიან, ნახშირჟანგსა და წყალს წარმოქმნიან და ერთმანეთს ანეიტრალებენ, ანუ უსიცოცხლო პლანეტაზე ეს ორი გაზი ერთდროულად ვერ იქნება(მეტეორიტული კვამლი: ღრუბლიანი გამოცანა).

 ცრუ იმედები

 ახალი კვლევის ჩარჩოებში, რომლის შედეგები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, ჰანო რეინი და მისი კოლეგები ტორონტოს უნივერსიტეტიდან შეეცადნენ გაერკვიათ, შეუძლია თუ არა კიდევ რაიმეს ამ ორი ბიოლოგიური მარკერის იმიტირება. ცრუ დადებითი სიგნალების შესწავლით, ანუ იმ სიგნალების, რომლებიც სიცოცხლის ასრებობაზე მიუთითებენ, სინამდვილეში კი ის არ არის, მან ერთი საკმაოდ ძლიერი ფაქტორი აღმოაჩინა, რომელსაც ცრუ დადებით სიგნალამდე მივყავართ – ეკზომთვარები(სიცოცხლისათვის თავსებადი ეკზომთვარეები). რეინმა აღმოაჩინა, რომ მიწაზე მყოფი დამკვირვებელი ზუსტად ვერ დაადგენს, ჟანგბადისა და მეთანის სიგნალი ერთი ციური სხეულისგან მოდის თუ ორივედან.

 დედამიწის მსგავსად, რომლის გარშემო მთვარე ბრუნავს, ბუნებრივი თანამგზავრები ეკზოპლანეტებსაც ეყოლებათ. მზის სისტემიდან გამომდინარე, ეკზომთვარეების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, თუმცა მცირე ზომების გამო მათი აღმოჩენა ძალიან ძნელი იქნება(რუსმა ასტრონომებმა ეკზოპლანეტის „მთვარე“ აღმოაჩინეს).

 თუ ეკზოპლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადია, ხოლო ეკზომთვარისაში მეთანი(ან პირიქით), დამკვირვებელი ბიოლოგიური მარკერების ცრუ სიგნალებს მიიღებს(გამოსიხვებათა შერვის გამო). ორი გაზი ერთმანეთს ვერ ეკონტაქტება და შესაბამისად ვერც მათი დამშლელი რექცია ხორციელდება, ამიტომ მათი რაოდენობა იმატებს ან უცვლელი რჩება.

 უპერსპექტივო ტექნოლოგიები

 ”ეკზომთვარეების აღმოჩენის ხერხიც რომ მოვძებნოთ, მათი ატმოსფეროების გამყოფ საზღვარს მაინც ვერ დავინახავთ, რადგან ჩვენამდე სინათლის ძალიან მცირე რაოდენობა მოდის” – ამბობს რეინი. ფუნდამენტურ ზღვარს სინათლის რაოდენობაზე, რომელიც ჩვენამდე აღწევს, ფოტოხმაურს უწოდებენ.

 რეინმა მხოლოდ იმ პლანეტებიდან მომავალი ბიოლოგიური სიგნალები შეისწავლა, რომლებიც დედამიწის მაგვარი პლანეტებიდან(მზისმაგვარ ვარსკვლავებთან) მოდიან, რადგან ასტრონომთა აზრით, მხოლოდ ასეთ კომბინაციას უფრო შეუძლია დასაბამი მისცეს სიცოცხლეს.

 კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არამიწიერი სიცოცხლის უკიდურესად შეზღუდულ ძებნაზე უარი უნდა ვთქვათ. ცრუ დადებითი სიგნალების გამორიცხვის შანსები იზრდბა, თუ ვარსკვლავის ნათობა მცირდება, ან თუ დედამიწაზე დიდ პლანეტას ვიკვლევთ. მით უმეტეს, რომ არამიწიერი სიცოცხლე არა მარტო განხვავებული შეიძლება იყოს, არამედ შეიძლება გაჩნდეს პლანეტაზე, რომელიც საერთოდ არ ჰგავს დედამიწას(ცრუ მეთანმა ეკზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობა გამორიცხა; NASA აპირებს გაარკვიოს, არის თუ არა სიცოცხლე ეკზოპლანეტებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.