ძებნა გრძელდება…

 რუსმა ბიზნესმენმა იური მილნერმა (Mail.ru Group, DST Global) და ასტროფიზიკოსმა სთივენ ჰოქინგმა, ახალი პროექტის – Breakthrough Listen, წამოწყების შესახებ გააკეთეს განცხადება. 100 მილიონი დოლარი, უცხო ცივილიზაციების მიერ გადმოცემული სიგნალების საძებნელი მოწყობილობის შექმნასა და უკვე არსებულ უდიდეს ტელესკოპებზე სამუშაო დროის ყიდვაზე დაიხარჯება (The New York Times).

 ასტრონომები ეცდებიან დაიჭირონ რადარის მსგავსი სიგნალები, რომლებიც მზესთან ახლოს მდებარე 1000 ვარსკვლავთან არსებული ეგზოპლანეტებიდან შეიძლება გამოიპაროს, ასევე ლაზერისთვის დამახასიათებელი ანთებები, 100 ვატიანი ნათურის მსგავსი სიმძლავრით, 4 სინათლის წლამდე მანძილზე მზის სისტემიდან. წინანდელთან შედარებით, SETI-ს ახალ მოწყობილობას 50-ჯერ მეტი მგრძნობელობა ექნება და ცის 10-ჯერ მეტ სივრცეს მოიცავს.

რადიოტელესკოპი “გრინ ბენქი”.

 ტელესკოპებიდან მიღებული მონაცემები საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის ანალიზში 9 მილიონი მოხალისის კომპიუტერებიც ჩაერთვება, პროგრამის ჩარჩოებში SETI@home.

 შეთანხმება, ჯერჯერობით, მხოლოდ რადიოტელესკოპების – „გრინ-ბენქი“ (სრული შემობრუნების შესაძლებლობის მქონე ყველაზე დიდი პარაბოლური რადიოტელესკოპი, ა.შ.შ.) და ავსტრალიური „პარქსი“, გამოყენებაზეა მიღწეული (ფინანსური კრიზისი ჰქონდათ).

 ჩატარდება კონკურსიც – Breakthrough Message, მილიონიანი საპრიზო ფონდით: მონაწილეებს სთავაზობენ დაწერონ ყველაზე უფრო ინფორმატიული გზავნილები, საუკეთესო ტექსტებს უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლებს გაუგზავნიან (როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?).

 ჰოქინგის გარდა, პროექტში ფრენკ დრეიკი, მარტინ ჯონ რისი (სამყარო ჰოლოგრამაა?!), პიტერ უორდენი (ეიმსის კვლევითი ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი), ასტრონომი ჯეფრი მარსი (ყველაზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა) და კარლ საგანის ქვრივი ენ დრუიანი (პროდიუსერი) მიიღებენ მონაწილეობას.

ფრენკ დრეიკი.

 SETI (არამიწიერი ცივილიზაციების სიგნალების ძებნა)-სადმი ინტერესი წინა საუკუნის 60-იან წლებში გაღვივდა, როცა ფრენკ დრეიკმა, ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავებთან მოაზროვენე ცივილიზაციების არსებობის გამოსათვლელი ფორმულა გამოიყვანა. მიუხედავად ამისა, აქამდე ჩატარებული მცდელობებით, კოსმოსიდან მოსულ რადიოგამოსხივებაში ვერენაირი ხელოვნური წარმოშობის სიგნალი ვერ იქნა გამოვლენილი (WOW და სხვა სიგნალები…სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.