მდუმარების კიდევ ერთი მიზეზი…

 პლანეტოლოგთა აზრით, სიცოცხლის რთული ფორმები, მათ შორის მოაზროვნეც, სამყაროს უკიდურესად იშვიათი მოვლენაა, იმაზე იშვიათი, ვიდრე ზოგიერთ სხვა მეცნიერს ჰგონია(Astrobiology).

 ეკზოპლანეტებზე სიცოცხლის გაჩენის შემთხვევაშიც, ის რთულ, მრავალუჯრედიან ფორმებამდე განვითარებას ვერ მოასწრებს და დაიღუპება. ამის მიზეზად სპეციალისტები ციური სხეულების სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების შექმნის უუნარობას თვლიან.

 ადამიანის გაჩენას დედამიწაზე, მილიარდობით წლიანი ევოლუცია უკავშირდება. ვენერას, დედამიწასა და მარსს, 4 მილიარდი წლის წინათ მსგავსი ფიზკურ-ქიმიური პირობები ჰქონდა. სიცოცხლისათვის თავსებადი გარემოს შენარჩუნება კი მხოლოდ ცისფერმა პლანეტამ შეძლო. ვენერაზე გაუსაძლისი სიცხეა, მარსზე კი სიცივე.

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკზოპლანეტებზე კომფორტული პირობების შექმნა სათბურის ეფექტის გამაძლიერებელი მიკროორგანიზმების მოღვაწეობას უნდა უკავშირდებოდეს.

 თუ კაცობრიობა(ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა), ოდესმე, მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტაზე მოხვდება და იქ სიცოცხლის კვალს აღმოაჩენს, ეს, უმარტივესი ორგანიზმების ნარჩენები იქნება. ”სამყაროში არსებული ნამარხების უმრავლესობა მიკროორგანიზმებს ეკუთვნის და არა მრავალუჯრედიანებს, დინოზავრებსა და ჰუმანოიდების მსგავს არსებებს, რომლებიც მილიარდობით წლები ევოლუციონირებდნენ” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი – ჩარლი ლაინუივერა(ძებნა გრძელდება…; უცხოების მდუმარების ხუთი მიზეზი; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!; უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…; მათი და ჩვენი მსგავსების შანსი ნულის ტოლია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.