10 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ
- სატურნის ბუნებრივი თანამგზავრის – ტიტანი, ზედაპირი და ატმოსფერო უამრავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს(ტიტანის ატმოსფეროში პროპილენი აღმოაჩინეს).
- ცოცხალი არსებებით დასახლებული ერთად-ერთი ჩვენთვის ცნობილი პლანეტა დედამიწაა, თუმცა ჯერ კიდევ 1986 წელს ნასამ მარსულ ქანებში მიკროორგანიზმებისთვის დამახასიათებელი ნარჩენები აღმოაჩინა(მარტონი ვართ სამყაროში?; წყლის კვალი მარსულ მეტეორიტში).
- კოსმოსური სკაფანდრის შიგა ნაწილი ბუშტივით არის გაბერილი, წნევის შესაქმნელად, რომლის გარეშეც ასტრონავტის სხეული მოიხარშებოდა.
- ერთი კოსმოსური სკაფანდრის ღირებულება 11 მილიონ დოლარს აღწევს. ამ თანხის 70% მხოლოდ საკონტროლო მოდულზე მოდის.
- ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ-ერთია ასეულ მილიარდობით სხვა გალაქტიკებს შორის.
- ჩვენი სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელი შეიძლება იყოს, ეს მონაცემი პერიოდულად მოწმდება და კორექტირდება(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
- ჩვენი სამყაროს ასაკის დადგენის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ირმის ნახტომში არის ვარსკვლავები, რომელთა ასაკი 14-18 მილიარდ წლად არის შეფასებული, ანუ სამყაროს ასაკზე მეტი, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს(სამყაროსავით ძველი მეზობელი; მათუსალას ვარსკვლავის შესახებ; ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები).
- ყველაზე უფრო სწრაფად მოძრავი გალაქტიკები სინათლის სხივის 90%-ის სიჩქარით გვშორდება(ბნელი ენერგია).
- შავ ხვრელში ჩავარდნამდე ყველაფერი სპაგეტივით იწელება(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).
- ნივთიერება, რომელიც შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს(აკრეციულ დისკოში), სამყაროს ყველაზე ელვარე ობიექტებს – კვაზარებს „ქმნის“(ღრუბლებში დამალული აქტიური გალაქტიკების ბირთვები; ყველაზე მძლავრი კვაზარი ხვრელი).