რამდენიმე საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ

 10 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ

  1.  სატურნის ბუნებრივი თანამგზავრის – ტიტანი, ზედაპირი და ატმოსფერო უამრავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს(ტიტანის ატმოსფეროში პროპილენი აღმოაჩინეს).
  2.  ცოცხალი არსებებით დასახლებული ერთად-ერთი ჩვენთვის ცნობილი პლანეტა დედამიწაა, თუმცა ჯერ კიდევ 1986 წელს ნასამ მარსულ ქანებში მიკროორგანიზმებისთვის დამახასიათებელი ნარჩენები აღმოაჩინა(მარტონი ვართ სამყაროში?; წყლის კვალი მარსულ მეტეორიტში).
  3.  კოსმოსური სკაფანდრის შიგა ნაწილი ბუშტივით არის გაბერილი, წნევის შესაქმნელად, რომლის გარეშეც ასტრონავტის სხეული მოიხარშებოდა.
  4.  ერთი კოსმოსური სკაფანდრის ღირებულება 11 მილიონ დოლარს აღწევს. ამ თანხის 70% მხოლოდ საკონტროლო მოდულზე მოდის.
  5.  ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ-ერთია ასეულ მილიარდობით სხვა გალაქტიკებს შორის.
  6.  ჩვენი სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელი შეიძლება იყოს, ეს მონაცემი პერიოდულად მოწმდება და კორექტირდება(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
  7.  ჩვენი სამყაროს ასაკის დადგენის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ირმის ნახტომში არის ვარსკვლავები, რომელთა ასაკი 14-18 მილიარდ წლად არის შეფასებული, ანუ სამყაროს ასაკზე მეტი, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს(სამყაროსავით ძველი მეზობელი; მათუსალას ვარსკვლავის შესახებ; ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები).
  8.  ყველაზე უფრო სწრაფად მოძრავი გალაქტიკები სინათლის სხივის 90%-ის სიჩქარით გვშორდება(ბნელი ენერგია).
  9.  შავ ხვრელში ჩავარდნამდე ყველაფერი სპაგეტივით იწელება(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).
  10.  ნივთიერება, რომელიც შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს(აკრეციულ დისკოში), სამყაროს ყველაზე ელვარე ობიექტებს – კვაზარებს „ქმნის“(ღრუბლებში დამალული აქტიური გალაქტიკების ბირთვები; ყველაზე მძლავრი კვაზარი ხვრელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.