ღრუბლებში დამალული აქტიური გალაქტიკების ბირთვები

 როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მოგზაურობა აქტიური გალაქტიკის ცენტრისკენ? ითვლება, რომ გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრებში ზემასიური შავი ხვრელები იმალებიან, მზეზე მილიონობითჯერ მეტი მასებით. სივრცე, რომელიც ამ ხვრელებს შემოფარგლავს, არც თუ ისეთი წყნარია, როგროც შეიძლება მოგვეჩვენოს: ის ყველა ფერით ციმციმებს, რითაც აქტიური გალაქტიკის ბირთვის სახელს ამართლებს. წარმოდგენილი ვიდეორგოლი გვიჩვენებს, რას დავინახავდით აქტიურ ბირთვთან ახლოს. ბირთვის შიგნით, ჩვეულებრივ, მასიური აკრეციული დისკო მდებარეობს, რომელიც ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელს კვებავს, ასევე მძლავრი ამონაფრქვევები – ჯეტები, შემდაგრი ელექტრულად დამუხტული ელემენტარული ნაწილეკების ჭავლებისგან. ცენტრალური შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი გაზურ-მტვროვანი ღრუბლებიც იქნა აღმოჩენილი. მათი სისქე იმდენად მაღალია, რომ გალაქტიკის ბირთვის პერიოდულ დაბნელებებს იწვევენ, მათ შორის რენტგენის დიაპაზონშიც. ასეთი რენტგენული დაბნელებები, დროის ინტერვალებით რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ნანახი იქნა მონაცემებში, რომლებსაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ნასას აპარატი RXTE(როსის სახელობის რენტგენული ქრონომეტრაჟის ზონდი) გვაწვდიდა(ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონში; კვაზარი).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=QA8nzRkjOEw

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.