მეცნიერებმა, რელიქტური მიკროტალღური გამოსხივების რუკის შედგენის დროს, ანომალიები აღმოაჩინეს – ადგილებს, სადაც გამოსხივება ძლირ შესუსტებულია, ცივი ლაქები უწოდეს. მეორე ანომალია კი საშაულო ტემპერატურების ასიმეტრიაა ცის საწინააღმდეგო ნახევარსფეროებზე (ESA).
ორბიტული ”პლანკის” საშაულებით მეცნიერებმა მიკროტალღური გამოსხივების – დიდი აფეთქების ექოს, ყველაზე უფრო ზუსტი რუკა შეადგინეს. ”პლანკი” ორბიტაზე 2009 წელს იქნა გატანილი. მისი მთავარი ამოცანა ცის მინიმუმ ორჯერ სკანირება იყო (ვიდეო). პირველი სკანირება მან 2010 წელს დაასრულა, ხოლო ყველა მონაცემი 2013 წელს მიიღო.
როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტო აღნიშნავს, ეს მონმაცემები მეცნიერებს ჰაბლის მუდმივას, ანუ სამყაროს გაფართოების სიჩქარის დაზუსტებაში დაეხმარათ – 67 კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მეგაპარსეკით (დახლოებით 3 მლნ. სინ.წელი) დაშორებული ორი გალაქტიკა, ერთმანეთს 67 კილომეტრი წამში სიჩქარით შორდება. გარდა ამისა, დაზუსტებული მნიშვნელობა სამყაროს ასაკის გამოთვლის საშუალებასაც იძლევა, რომელიც ახლა შეფასებულია როგორც 13,82 მილირდი წელი (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
”პლანკმა” მიიღო მონაცემები, რომლებიც სტანდარტულ კოსმოლუგიურ მოდელში ვერ ჯდება. ანომალიები მიკროტალღურ ფონში ადრეც იყო ცნობილი, ისინი კოსმოსურმა ზონდმა WMAP-მა აღმოაჩინა, თუმცა იგნორირებული იქნა გაზომვათა სიზუსტის არასაკმარისობის გამო.
ილუსტრაციაზე მიკროტალღურ ფონში დაფიქსირებული ტემპერატურის რყევის გრაფიკია წარმოდგენილი, რომელიც ”პლანკმა” სხვადასხვა კუთხურ მასშტაბებში გადაიღო, დაწყებული მეცხრე გრადუსიდან გრაფიკის მარცხენა მხარეს, მცირე მასშტაბებამდე მარჯვენა მხარეს. კუთხური ერთეულები გრაფიკის ზედა ნაწილზეა გამოსახული, ქვემოთ კი კუთხური ერთეულების შესაბამისი მულტიპოლური მომენტები. წითელი წერტილებით პლანკის მიერ ჩატარებული გაზომვებია ნაჩვენები. ვერტიკალური წითელი ხაზები ცდომილებათა სიდიდეებს გამოსახავს. მწვანე მრუდი კი ”კოსმოლოგიის სტანდარტული მოდელის” საუკეთესო ვერსიით მიღებულ გამოთვლებს გვიჩვენებს. მკრთალი მწვანე ფერით, მრუდის გარშემო, ყველა ვარიანტების სტანდარტული მოდელებით ნავარაუდევი მონაცემებია წარმოდგენილი.
მცირე და საშუალო კუთხურ მასშტაბებში პლანკის მონაცემები სტანდარტულისას კარგად ემთხვევა. რყევები დიდ კუთხურ მასშტაბებზეა აღმოჩენილი – 90-სა და ექვს გრადუსებს შორის. ექვსზე მეტი კუთხური ზომების მასშტაბებში, არის მონაცემთა წერტილი, რომელიც დასაშვებ ფარგლებს გარეთაა მოქცეული. მთლიანობაში, შუა მრუდი, საწყის მონაკვეთზე, დაფუძნებული ფაქტიურ მონაცემებზე, ყველაზე საუკეთესო მოდელებით ნავარაუდევის დაბლა გადის. ამ ყველაფერმა თანამედროვე კოსმოლოგიური წარმოდგენების ძირეული გადახედვა შეიძლება გამოიწვიოს.
კვლევები იმას მოწმობს, რომ ფიზიკა, მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურების ფორმირებისა, რომლებიც სავარაუდოდ სამყაროს განვითარების ყველაზე უფრო ადრეულ სტადიაზე ყალიბდებოდა, კოსმოსლოგიის სტანდარტულ მოდელს შეიძლება არ შეესაბამებოდეს, რაც ალბათ იმ დროში მოქმედ ახალ ფიზიკას უკავშირდება (ადრეული სამყარო).
საშუალო ტემპერატურების ასიმეტრია ცის საპირისპირო ნახევარსფეროებზე. უკეთესი ილუსტრაციისთვის ანომალური რეგიონები წითელი და ცისფერი შტრიხებითაა ჩამუქებული. ცივი ლაქა თეთრი წრითაა შემოხაზული (ლაქები სამყაროს “სხეულზე”).
სტანდარტული მოდელის მიხედვით, სამყარო ყველა მიმართულებით ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს (იზოტროპული სამყარო), რასაც ამ რუკის მიხედვით ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, ცივი ლაქა ცის გაცილებით მეტ მონაკვეთზე ვრცელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო (სტაციონარული სამყაროს თეორია).
”ის ფაქტი, რომ ანომალიები პლანკმაც აღმოაჩინა, მათი არსებობის რეალობაში ვეღარ დაგვაეჭვებს და ვერც მოწყობილობის ხარვეზად ვერ ჩავთვლით. ისინი რელურად არსებობს და ჩვენ სარწმუნო ახსნა უნდა მოვძებნოთ” – აცხადებს პაოლო ნატოლი, ფერარას უნივერსიტეტიდან (იტალია).
თუმცა, ანომალიების გარდა, პლანკიდან მიღებული მონაცემები სამყაროს უფრო მარტივ მოდელს კარგად ემთხვევა, რაც მეცნიერებს ამ მოდელის კომპონენთტა კიდევ უფრო დახვეწილი სახით წარმოდგენის საშუალებას აძლევს. პლანკის მიხედვით, ნორმალური მატერია (ატომი) სამყაროს 4,9% შეადგენს. ბნელი მატერია, რომელიც მხოლოდ გრავიტაციული ეფექტებითაა აღმოჩენილი – 26,8% შეადგენს, მეხუთედით მეტს, ვიდრე წინა შეფასებისას იყო. და პირიქით, ბნელი ენერგია – იდუმალი ძალა, პასუხისმგებელი სამყაროს აჩქარებულ გაფართოებაზე, უფრო ნაკლებია, ვიდრე ითვლებოდა – 68,3% (კვაზარები ბარიონული ოსცილაციების საკვლევად; სამყაროს ბრუნვის კვალი; ირმის ნახტომი მიკროტალღურ დიაპაზონში).
ჯერ იყო და ნიუტონის ფიზიკა აინშტაინმა შეავსო თუ შეცვალა მაინც ვერ გავიგე, ახლა არის და აქ რაღაც ახალ ფიზიკას ახსნებენ , :d
roca sidideebi zgvrebs uaxlovdeba, sichqare, gravitacia, ainStaini cvlis niutons… axali fizika varaudia, mas axlac ezeben kolaidershi, tumca, rogorc saitze ukve daicera, araferi msgavsi jerjerobit ar chans….