ირმის ნახტომი მიკროტალღურ დიაპაზონში

 

კარგად მოჩანს გაზისა და მტვრის ნათელი ზოლები გალაქტიკის სიბრტყეში, ისინი მიკროტალღურ დიაპაზონში ასხივებენ. თვალში საცემია აგრეთვე ფოტოს ზედა და ქვედა ნაწილში ლაქის მაგვარი არეები, მოკროტალღური, ანუ რელიქტური გამოსხივების სახით. ჩვენი გალაქტიკის მანათობელი სტრუქტურები ჩვენგან ასობით და ათასობით სინათლის წლითაა დაშორებული, რელიქტური სხივები კი ჩვენთან 13,7 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან მოდიან. „ლაქები“ რელიქტურ გამოსხივებაში, არის მისი ფლუქტუაციები, ისინი დიდი აფეთქების დროიდან არსებობენ და თანამედროვე განვითარებადი სამყაროს სტრუქტურას გვაჩვენებენ. პლანკიდან მიღებული მონაცემების ანალიზისას მეცნიერები გეგმავენ რელიქტური და ჩვენი გალაქტიკის გამოსხივების ერთმანეთისაგან გამოყოფას. ეს სამუშაო შესაძლებლობას იძლევა უფრო ზუსტად გაირკვეს მიკროტალღური გამოსხივების თვისებები ყველა მიმართულებით და ჩვენი გალაქტიკის აღნაგობა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.