ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა

 დედამიწას, ცისფერი პლანეტის სახელი ოკეანეების გამო აქვს, რომლებიც მისი ზედაპირის 70%-ს ფარავს და სიცოცხლის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ფორმების თავშესაფარს წარმოადგენს. სიცოცხლე წყლის გარეშე წარმოუდგენელია (სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები), მაგრამ საიდან და როდის მოხვდა ის დედამიწაზე?

 ”პასუხი ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე ისაა, რომ ჩვენი ოკეანეები ყოველთვის აქ იყო. ისინი არ წარმოქმნილა მოგვიანებით მიმდინარე პროცესებში, როგორც აქამდე ითვლებოდა” – ამბობს ადამ სარაფიანი, Science-ში გამოქვეყნებული სტატიის წამყვანი ავტორი.

 აქამდე ითვლებოდა, რომ პლანეტები მშრალი სახით ფორმირდებოდა, მაღალენერგიული და ხშირი შეჯახებებით, ხოლო წყალი, კომეტებმა და ”სველმა” ასტეროიდება მოიტანეს (“მიწიერი” წყალი კომეტაზე; წყალი არც თუ ისე ბევრია).

 კვლევის ავტორებმა, წყლის სხვა პოტენციურ წყაროს მიმართეს – კარბონატულ ხონდრიტებს (წყლის ერთი წყარო). ყველაზე პრიმიტიული მეტეორიტები, კარბონატული ხონდრიტები, იმავე მორევში წარმოიქმნა, რომელშიც ქვიშა, მტვერი, ყინული და გაზი, მზის პროტოსისტემის პროტოპლანეტურ დისკოში, პლანეტების ჩამოყალიბებამდე გაცილებით ადრე.

 ”მზის სისტემის შემადგენლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პრიმიტიულ მეტეორიტებზე მოდის. მათში საკმაოდ ბევრი წყალია და ისინი, აქაური წყლის მთავარ შემომტანებად ითვლებიან” – ამბობს კვლევის თანაავტორი, გეოლოგი სუნე ნილსენი.

 პლანეტურ სხეულებში წყლის წყაროს დასადგენად, წყალბადის ორი სტაბილური იზოტოპის თანაფარდობას ადგენენ: დეითერიუმისა და წყალბადის (პროთიუმი). მზის სისტემის სხვადასხვა რეგიონებში ამ იზოტოპების განსხვავებული თანაფარდობა გვხვდება. კვლევის ავტორებმა ეს თანაფარდობა კარბონატული ხონდრიტებისთვისაც იცოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ თუ მათი შედარება მოხერხდება ობიექტთან, რომლის კრისტალიზება აკრეციის (ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ) პროცესში მყოფ დედამიწასთან ერთად მოხდა, დედამიწაზე წყლის გაჩენის დროსაც გაიგებდნენ.

 ასტეროიდი ვესტა (1), მზის სისტემის იმავე ნაწილში ჩამოყალიბდა, რომელშიც დედამიწა. მისი ზედაპირი ბაზალტით (გაცივებული ლავა) არის დაფარული. ვესტადან დედამიწაზე მოხვედრილი ბაზალტის მეტეორიტების ასაკი დაახლოებით 14 მილიონი წელია (მზის სისტემის ფორმირების მერე ათვლით), მათი საშაულებით, მზის სისტემის შიდა რეგიონებში წყლის წარმომავლობის დადგენაა შესაძლებელი. იმ დროს, დედამიწა ფორმირების ძირიათად ფაზაში იყო. მენციერებმა ხუთი სხვადასხვა ნიმუში გამოიკვლიეს; წყალბადის იზოტოპების ანალიზი ევკრიტული მეტეორიტების მაგალითზე პირველად მოხდა (ხონდრიტები და ახონდრიტები).

 აღმოჩნდა, რომ ვესტა, წყალბადის იზოტოპთა იგივე შემადგენელს შეიცავს, როგორსაც კარბონატული ხონდრიტები, რომლებიც, თავის მხრივ, ამ მონაცემით დედამიწის მსგავსია. აზოტის იზოტოპის შესახებ მონაცემებთან ერთად, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კარბონატული ხონდრიტები საერთო წყლის ყველაზე შესაძლო კანდიდატებია. ამ კვლევებიდან გამომდინარე, დედამიწაზე წყალი და ქვა ერთად წარმოიქმნა. პლანეტა, ნესტთან ერთად ჩამოყალიბდა, მის ზედაპირზე წყალი უკვე იყო (დედამიწის ადრეული გაცივების მტკიცებულება).

 ”სიცოცხლეს ყველა პირობა ჰქონდა იმისა, რომ ადრეულ ხანაშივე დაეწყო განვითარება (პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში). აქედან გამომდინარე, მზის სისტემის სხვა შიდა პლანეტებზეც იქნებოდა ოკეანეები, ალბათ, სიცოცხლეც, სანამ ისინი სიცოცხლისათვის უვარგისები გახდებოდა” – ამბობს ნილსენი (რატომ არ აორთქლდა დედამიწის წყალი?; ისევ სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ; რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?; მარსიდან ვართ?!; „ცნობისმოყვარეობამ“ დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა; წყლის ორთქლი ადრეულ სამყაროში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.