ვესტა უბერებელი ასტეროიდი აღმოჩნდა

 ასტრონომებმა, რომლებიც ზონდ ”Dawn”-იდან მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ, აღმოაჩინეს, რომ კოსმოსური ეროზიის პროცესები, დამხასიათებელი მთვრისა და სხვა უატმოსფრო ციური სხეულებისთვის, გიგანტურ ასტეროიდ ვესტას, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ეხება(Nature;ScienceNow).

 მეცნიერთა დასკვნები ვესტას ზედაპირის სპექტრების შესწავლას ეფუძნება. დამახასიათებელი რკინის ნანონაწილაკები ვერ აღმოაჩინეს, რომლებიც გრუნტის ზედა ფენებში უნდა იყვნენ. თანამედროვე წარმოდგენებით, ზედაპირზე მეტალის მიკროსკოპული ბურთულები ორთქლიდან კონდენსაციის შედეგად ხვდებიან. გაზურ მდგომარეობაში მეტალი ზედაპირზე კოსმოსური მტვრის ნაწილაკების ვარდნითა და მზის ქარის ზემოქმედებით გადადის.

 კოსმოსური ეროზიის ასეთი პროცესები, მაგალითად, მთვარის რეგოლითის გაშავებას იწვევენ. ეს მთვარის კრატერების ფოტოებზე კარგად შეიმჩნევა, სადაც უფრო ნათელი გრუნტი სიღრმიდან მაღლა ამოდის. დროთა განმავლობაში, ისიც ეროზიას განიცდის და ბნელდება.

 ადრე ითვლებოდა, რომ ასეთი ეროზია ყველა უატმოსფერო კოსმოსურ სხეულებზე ხდებოდა, თუმცა ვესტაზე ეს არ შეიმჩნევა. შესაძლებელია, რომ მიზეზი ვესტას მაგნიტური ველია, რომელიც მზის ქარს გადახრის. მისი ზემოქმედება მთავრის ცალკეულ ნაწილებშიც ფიქსირდება.

 ასტრონომთა თქმით, გრუნტის ფერთა განსხვავებები, რომელთა ნახვა ვესტას ფოტოებზეა შესაძლებელი, არა ეროზიასთან, არამედ ასტეროიდის ნივთიერებათა არევითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ისინიც ქრებიან, ოღონდ სხვა მექანიზმით – ახალი შეჯახებებით გამოწვეული შემდგომი არევით.

 ვესტა მზის სისტემის ერთ-ერთი დიდი ასტეროიდია. ის ასტეროიდების მთავარ სარტყელში მდებარეობს – მარსსა და იუპიტერს შორის(ვესტას მაგნიტური ველი ჰქონდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.