მზის სისტემის ზომის ტელესკოპი – გრავიტაციული ლინზა

 პირველი ტელესკოპების დიამეტრი 20 მილიმეტრი იყო, ერთ მეტრამდე ფოკუსური მანძლით. უახლეს ასტრონომიულ ინსტრუმენტს – TMT(TMT – განხეთქილების ტელესკოპი), 30 მეტრიანი სარკე ექნება. როგორი შეიძლება იყოს მზის სისტემის ზომის ტელესკოპი?

TMT მასიური სხეულების მიერ სინათლის სხივის გამრუდების ეფექტის არსებობა 1912 წელს აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, ფარდობითობის ზოგადი თეორიის გამოქვეყნებამდე ადრე. თუმცა, მისი აზრით, ასეთი კონფიგურაციისა და ოპტიკური მოწყობილობების მცირე შესაძლებლობების გამო, ამ მოვლენის დამზერა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ…

 აინშტაინის რგოლები

 1979 წელს ასტრონომთა ჯგუფმა (დენის უოლში, რობერტს ქარსრუელი და რეი ვეიმანი), 2,1 მეტრიანი ტელესკოპის (კიტ-პიკი, არიზონა) საშუალებით, ორმაგი კვაზარი აღმოაჩინა – QSO 0957+561 A/B, ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ერთნაირი მახასიათებლებით. ეს ერთი კვაზარი იყო, მასა და დედამიწას შორის მდებარე შორეული გალაქტიკის გრავიტაციული ლინზირებით „გაორმაგებული“. 1987 წელს, ჟაკლინ ჰიუითმა (რადიოტეელსკოპი VLA), გრავიტაციული ლინზით ე.წ. აინშტაინის რგოლად გადაქცეული რადიოწყაროს გამოსახულება მიიღო. ახლა უკვე უამრავი გრავიტაციული ლინზაა ცნობილი, რომლებიც შორეულ ობიექტებს რკალებად, რგოლებად და ორმაგ რგოლებად აქცევს (გრავიტაციული ლინზირება).

 მისია ფოკუსში

linzireba

 დღეისათვის ცნობილი ყველა გრავიტაციული ლინზის როლში მასიური გალაქტიკები გვევლინება (გრავიტაციული ლინზა „ჰაბლისგან“). ასეთი ეფექტის მოხდენა ვარსკვლავებსაც შეუძლია. ჩვენი მზის უახლოესი გრავიტაციული ფოკუსი 550 (0.008 სინ.წ.) ა.ე.(1 ა.ე. = 150 მლნ.კმ.) მანძილზე მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ 1979 წელს, ვონ ეშლემანმა (სტენფორდის უნივერსიტეტი) კოსმოსური აპარატის კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც მზის გრავიტაციული ფოკუსისკენ იქნებოდა გაშვებული. წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, იტალიელმა ასტრონომმა კლაუდიო მაკკონემ (ასტრონომიის საერთაშორისო აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აკადემიის მუდმივი წარმომადგენელი SETI-ში) მისია FOCAL წარმოადგინა – აპარატის გაშვება მზის „გრავიტაციულ ფოკუსში“.

 მისია FOCAL, შორეულ მომავალში თუ განხორციელდება. ჯერ კიდევ 1977 წელს გაშვებული „ვოიაჯერ 1“, 40 წლის ფრენის მერე ჰელიოპაუზის საზღვარეს მიაღწია და მხოლოდ 135 ა.ე-თი დაშორდა მზეს. 550 ა.ე-ს გასავლელად ასეთ აპარატს 50 წელი დაჭირდება, მაგრამ თუ მართლა რაიმე საინტერესოს დანახვა გვინდა, კიდევ უფრო დიდი აინშტაინისეული რგოლი დაგვჭირდება, ანუ კიდევ უფრო შორს უნდა გავიდეთ, მზის გვირგვინისგან გაჩენილი ხარვეზების შესამცირებლად.

 ყველაზე დიდი პრობლემა კი აპარატის დამიზნება იქნება: ასეთი ტელესკოპის 1 გრადუსით „მოსაბრუნებლად“ მისი 10 ა.ე-ზე გადაადგილება იქნება საჭირო, რაც დედამიწა-სატურნს შორის მანძილს უტოლდება. ფაქტიურად, მხოლოდ ერთი ობიექტის დამზერა იქნება შესაძლებელი, რომლის არჩევა აპარატის გაშვებამდე უნდა მოხდეს. მაგალითად, დედამიწის ზომის რომელიმე ეგზოპლანეტა. თუმცა, ფოკალურ სიბრტყეზე (ოპტიკური ღერძის პერპენდიკულარული სიბრტყე. ფოტოაპარატის მატრიცა ამ ადგილზეა მოთავსებული) მისი გამოსახულების ზომა რამდენიმე კილომეტრი იქნება.

telekopi linza makkone
 ეგზოპლანეტის ზედაპირის ზოლების გამოსახულება აინშტაინის რგოლზე მზის გარშემო. მზის გრავიტაციით ლინზირებული შორეული ეგზოპლანეტის გამოსახულება, აინშტაინის რგოლის სახით წარმოგვიდგება. ზუსტად ოპტიკურ ღერძზე მდებარე წერტილი წრის შიდა ნაწილში გამოჩნდება. ნებისმიერი სხვა წერტილი კი ორჯერ(სარულად) – რგოლის ცენტრალური წრის გარეთ და შიგნით. არსებობს სარკული განუსაზღვრელობა(მარჯვენა-მარცხენას დადუდგენლობა), მისი აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ დამზერის ბევრი წერტილი გვაქვს. თვითონ რგოლი საკმაოდ ვიწროა (2,5 კუთხური წამი 550 ა.ე. მანძილზე), თუმცა თანამედროვე ტელესკოპებისთვის ხელმისაწვდომი.

 ათასების მაგივრად ერთი

 აღსანიშნავია, რომ მზის გრავიტაციული ლინზის შესაძლებლობები დიდია. მაკკონე წერდა: “ასეთ ლინზას შეუძლია გამოსახულების ფორმირება, რომლის მისაღებად ათასობით ჩევეულებრივი ტელესკოპები დაგვჭირდებოდა. მას შორეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დეტალური სურათების მოცემა შეუძლია. ვინ იცის, ახლა რამდენი გრავიტაციული ლინზა ახდენს სამყაროს სკანირებას, მონაცემთა ნაკადების დაგროვებით. ცოდნის დაგროვებასთან ერთად, ნებისმიერი ცივილიზაცია მიხვდება, რომ ბუნებამ მას უდიდესი რამ აჩუქა: ისეთი ძლიერი ლინზა, რომლის ტექნოლოგიურ ანალოგს ვერასოდეს შექმნის. ეს ლინზა – ცივილიზაციის ვარსკვლავია, ჩვენს შემთხვევაში – მზე“ (როგორ მუშაობს ტელესკოპიარაგოსკოპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.