განახლდა: 03/11/2015
ასტრონომები, მზის სისტემის კიდედ თვლიან სივრცეს, სადაც მნათობის მირ გამოსხივებული ნაწილაკების ნაკადი, მზის ქარი, სისტემის შემომფარგლავ გიგანტურ გაზის ბუშტს (ჰელიოსფეროს) ვეღარ ”ბერვას”. ამ სივრცის მიღმა არის სივრცე, რომელშიც მზის მაგნიტური ველის ნაცვლად, გალაქტიკური მაგნიტური ველები დომინირებს. ჰელიოპაუზას სახელით ცნობილი ეს სივრცე, ”ვოიაჯერ (მოგზაური) 1”-მა 2012 წელს გადაკვეთა (”ვოიაჯერ -1” კოსმოსური ”ცუნამის” ქიმზე).

ჰელიოპაუზის გადაკვეთის მტკიცებულებად ორი ძრითადი ინდიკატორი შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველ რიგში, კოსმოსური სხივები, რომლებიც აპარატის დეტექტორში ხვდება. მზის სისტემის შიგნით ე.წ. ანომალიური კოსმოსური სხივები ჭარბობს (Anomalous Cosmic Rays, ACR), რომლებასაც მზის მაგნიტური ველი იჭერს. 2012 წელს, დეტექტრომა ACR-ის რეგისტრირება შეწყვიტა და გალაქტიკური კოსმოსური სხივების (Galactic Cosmic Rays, GCR) რეგისტრაცია დაიწყო.
მეორე ინდიკატორია მაგნიტური ველის თვისებათა მკვეთრი ცვლა. თუმცა, სწორედ აქ დაფიქსირდა ანომალია – გარე მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულება, მოსალოდნელთან შედარებით 40 კუთხური გრადუსით იყო გადახრილი. ამის გამო, ზოგიერთი მენციერი თვლიდა, რომ აპარატი ჯერ არ იყო გასული ჰელიოსფეროდან.
მაგნიტური ანომალიის ბუნების დასადგენად, მეცნიერებმა სხვა ოთხი კოსმოსური აპარატებიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს – მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორია (SOHO), Ulysses და ვარსკვლავთშორის სივრცესთან მდებარე კიდის მკვლევარი (IBEX). ამ უკანასკნელის მიერ შედგენილ რუკაზე, მკაფიოდ ჩანს ელვარე ენერგეტიკული ”ლენტი”, რომლის ცენტრი, ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველის ”ჭეშმარიტ ჩრდილოეთს” შეესაბამება (მზის სისტემის ცხვირი).

მონაცემთა სხვადასხვა ნაკრების გამოყენებითა და შედარებით, ტრიანგულაციური გამოთვლებით, მენციერბმა აღმოაჩინეს, რომ როცა ზემოთ ხსენებული ლენტი ჰელიოპაუზას უახლოვდება, ბუშტზე გარსშემოცმული საღეჭი რეზინივით იზნიქება და იწელება.
სწორედ იმ ადგილზე არის ახლა ხსენებული გამრუდება, სადაც ”ვოიაჯერ 1” მოძრაობს. მაგნიტური ველის დეფორმაცია, აპარატზე არსებულ დეტექტორებზე მოქმედებს და ეს ზემოქმდება მანამდე არ შეწყდება, სანამ ”მოგზაური” ვარსკვლავთშორის სივრცეში გავა, რაც დაახლოებით 2025 წელს უნდა მოხდეს (ვარსკვლავთშორისმა ქარმა მიმართულება შეიცვალა).
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, 18 ნოემბერს, “ვოიაჯერ 1” დედამიწიდან 25,9 მილიარდი კილომეტრის დაშორებით იქნება, რაც ერთი სინათლის დღის ექვივალენტურია – მანძილი, რომელსაც სინათლე ვაკუუმში გადის ერთი დედამიწის დღის განმავლობაში (რა არის სინათლის წელი?).
NASA-ს ცნობით, “ვოიაჯერ 1” იქნება პირველი ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი, რომელიც დედამიწიდან ასეთ დიდ მანძილს გაივლის. ამჟამად, დედამიწიდან “ვოიაჯერ 1”-მდე მისვლას რადიოგამოსხივება დაახლოებით 23 საათს ანდომებს.
კოსმოსური ხომალდები “ვოიაჯერ 1 და 2” იდენტურია, თითოეული აპარატის მასა 815 კილოგრამი იყო (ჰიდრაზინის ჩათვლით). გაშლლილი კოსმოსური ხომალდი ოთხი მეტრის გვერდების მქონე კუბში ეტევა. “ვოიაჯერ 2” გაფრინდა 1977 წლის აგვისტოში, “ვოიაჯერ 1”-მდე 16 დღით ადრე. სამეცნიერო აღჭურვილობის გარდა, რომელთა უმრავლესობა ახლა უკვე გამორთულია, კოსმოსურ ხომალდებზე განთავსებულია ინფორმაცია კაცობრიობის შესახებ, ადვილად “წაკითხვად” ლითონის დისკოზე.