შხამიანი ნისლის კვალი მარსზე

 მარსმავალი ”სპირიტი”, მისი ტყუპისცალისგან – ”ოპორტუნიტი”, განსვავებით, უკვე 5 წელია აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, მის მიერ გადმოცემული მონაცემები ახლაც აქტუალურია(პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები).

 ალფა-ნაწილაკებისა და რენტგენის გამოსხივების, ასევე დისტანციური წვდომის მასბაუერისეული სპექტრომეტრებიდან აღებული ჩვენებების მიხედვით, მოახდინეს რა რკინის მინერალოგიის ანალიზი, მკვლევარებმა მარსისეულ ქანებში რკინისა და დაჟანგული რკინის მაღალი თანაფარდობა აღმოაჩინეს. ამასთან ერთად, ეს უჩვეულო ვარიაცია მხოლოდ გარკვეულ უბნებზე ფიქსირდება.

oportunitiაბსოლუტური ჩემპიონი “ოპორტუნიტი”(ა.შ.შ/NASA).

 როგორც ჩანს, ამ ქანებამა კრისტალური სტრუქტურა დაკარგა. წამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით, ამის მიზეზი მჟავა ორთქლი უნა იყოს, რომელიც ვულკანური ამოფრქვევების დროს წარმოიქმნება.

 პროცესის მექანიზმი ასე შეიძლება აღიწეროს: მჟავა ნისლი, მთის ქანების ნაწილის კოროზიას ახდენს, დარჩენილი ”ჩონჩხისმაგვარი” სტრუქტურიდან კი თანდათან, ტენი გამოიდევნება. მიღებულ სუბსტანციაზე, საბოლოოდ, მზის სინათლე ზემოქმედებს და მიღებული სინათლის პროპორციულად იჟანგება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას დაჟანგული რკინის მაღალი თანაფარდობა რკინის სრულ რაოდენობასთან.

 მეცნიერთა აზრით, ეს მჟავა ორთქლი იმას ჰგავს, რომელიც ჰავაის კუნძულზე არსებული ვულკანის(10 საინტერესო ფაქტი თანამედროვე დედამიწის შესახებ), კილაუეას ამოფრქვევის დროს წარმოიქმნება(მარსი; მარსმავლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.