კიდევ ერთი დავალება JUICE-სთვის

 ასტრონომები თვლიან, რომ იუპიტერი და მისი მთვარეების სისტემა, საუკეთესო ადგილია არამიწიერი სიცოცხლის კვლების საძიებლად მთელს მზის სისტემაში. ამის გამო 2022 წელს მისია JUICE აიღებს სტარტს, რომელიც იუპიტერის სისტემაში არსებული თხევადი წყლის ოკენეებს გამოიკვლევს.

 იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების შემსწავლელი(JUICE) 5 ტონიანი კოსმოსური აპარატი გაზურ გიგანტს 2030 წელს მიაღწევს. აპარატის ბორტზე ატმოსფეროს, მაგნიტოსფეროსა და იუპიტერის რგოლების შემსწავლელი მოწყობილობა იქნება განთავსებული.

 JUICE ასევე, გალილეის მიერ 1610 წელს აღმოჩენილ მთვარეებს შეისწავლის – ვულკანური იო, ყინულოვანი ევროპა, კლდოვან-ყინულოვანი კალისტო და ჰანიმედი. პირველ რიგში, აპრატი ამ უკანასკნელის ორბიტაზე გავა.

 დიდი დრო არ არის გასული, რაც მეცნიერებმა ჰანიმედის ფენოვანი სტრუქტურა გამოავლინეს, ანუ ყინულის რამდენიმე ფენას შორის თხევადი წყლის ოკეანეებია. ადრე ითვლებოდა, რომ ამ მთვარეს ერთი ოკეანე და ორი ყინულოვანი ფენა ჰქონდა(იუპიტერი).

 მკვლევართა თქმით, წყლისა და ქანების შეხების ადგილი, სიცოცხლის განვითარებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ერთი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე დედამიწაზე ოკენეში ჩაისახა(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები). ბოლოს ჩატარებულ კვლევამდე ითვლებოდა, რომ ჰანიმედის ოკეანის კლდოვანი ფსკერი ყინულით იყო დაფარული და არა სითხით.

 თავისი მოგზაურობის განმავლობაში JUICE, მზის სისტემაში ყველაზე მეტი კრატერის მქონე კალისტოს შეხვდება, ორჯერ შემოუფრენს ევროპას, გაზომავს მისი ყინულის სისქეს, შეარჩევს ადგილებს მომავალი კვლევითი მისიებისთვის.

 მეცნიერები თვლიან, რომ ნივთიერებათა მოძრაობას ოკეანესა და ყინულოვან ქერქს შორის, სიცოცხლის მარტივი ფორმების ენერგიით მომარაგება შეძულია. 2013 წლის დეკემბერში ”ჰაბლის” საშაულებით ევროპას ზედაპირიდან ამოფრქვეული გეიზერები შეამჩნიეს(გიგანტური პოლარული გეიზერები ევროპაზე; ევროპას ოკეანედან წყალი ზედაპირზეც ამოდის).

 2014 წლის ნოემბერში ევროპის კოსმოსურ სააგენტოსა და პროექტის სხვა მონაწილეებს შორის მრავალმხრივი შეთანმხება იქნა მიღწეული, რამაც მისია JUICE განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა(სიცოცხლისათვის თავსებადი ეკზომთვარეები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.