საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის ოთხ თანამგზავრზე

 მზის სისტემის ყველაზე დიდი და მასიური პლანეტა, გაზის გიგანტი – იუპიტერი, საკმაოდ საინტერესო ობიეტქია, მისი გიგანტური ქარიშხლებითა და 67-ზე მეტი თანამგზავრის ჩათვლით.

 სახელი, რომაული მითოლოგიის ღმერთის სახელიდან მომდინარეობს, გაიგივებული ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების მბრძანებლ ზევსთან. მას მიიჩნევდნენ სატურნის ვაჟად, პლუტონისა და ნეპტუნის ძმად. იუპიტერი დაქორწინებული იყო იუნონაზე (ჯუნო), თუმცა სხვა უამრავი ცოლი და ბავშვი ჰყავდა. მისი ყველაზე დიდი თანამგზავრებია: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო (იუპიტერის მეუღლეები).

 იუპიტერი თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას 9 საათსა და 55 წუთს ანდომებს, ასეთი სწრაფი ბრუნვის გამო პოლუსებთან შებრტყელებულია. მზის გარშემო შემოვლას კი 11 წელსა და 8 თვეს ანდომებს, ამიტომ ცაზე მისი ხილული გადაადაგილება საკმაოდ ნელია. იუპიტერი, მზის სისტემაში  ყველაზე გიგანტური შტორმებით გამოირჩევა, მისი ცნობილი წითელი ლაქა 350 წელს ითვლის (გაუჩინარდა). იუპიტერს დედამიწიდან 8 ხომალდი ესტუმრა, ესენი იყო: “პიონერი 10 და 11”, “ვოიაჯერ 1 და 2”, “გალილეო”, “კასინი”, “იულისე”, “ნიუ ჰორაიზონსი”, “ჯუნო” (ახლაც მის ორბიტაზეა). უპიტერის ცენტრში კდლოვანი ბირთვი უნდა იყოს, დედამიწაზე დიდი და 20-ჯერ მასიური. თუ თქვენ ოდესმე თქვენს წარმოდგენაში გადაწყვეტთ იუპიტერზე მოგზაურობას, წინასწარ გეტყვით, რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნო პორცესი იქნება. მასში შესვლისას, თავდაპირველად, ატმოსფერო თხელი და ცივია, შემდეგ უფრო სქელდება და ცხელდება, თანდათან ბნელდება და ნისლი კიდევ უფრო სქელი ხდება. 1000 კმ. ქვემოთ ნისლი იმდენად მძიმდება, რომ თქვენ წყალბადის ოკეანეში დაიწყებთ ცურვას. იუპიტერს ხუმრობით მზის სისტემის მტვერსასრუტსაც კი უწოდებენ, რადგან ის ასტეროიდებსა და მეტეოროიდებს, მათ შორის, დედამიწისთვის საშიშებსაც, მტვერსასრუტივით იწოვს, ამიტომ ამ გიგანტის მადლიერნიც კი უნდა ვიყოთ. იუპიტერის რადიაციული სარტყელის დედამიწიდან დანახვა რომ შეგვეძლოს, ის ისეთივე დიდი გამოჩნდებოდა, როგორც მზეა. იუპიტერის გრავიტაციის გამოყენებით, ჩვენ კოსმოსური ხომალდების აჩქარება და უფრო შორ მანძილებზე გადასროლა შეგვიძლია, სწორედ ასე შეძლეს წარმატების მიღწევა 1975 წელს ვოიაჯერის მისიებმა.

 რაც შეეხება მის თანამოძმეებს, იუპიტერის ყველაზე დიდ ბუნებრივ თანამგზავრებზე მოგახსენებთ. ესენია განიმედე, იო, კალისტო და ევროპა. მის მთვარეებს გალილეისეულ მთვარეებსაც უწოდებენ, იტალიელი ასტრონომის, გალილეო გალილეის პატივსაცემად, რადგანაც სწორედ მან აღმოაჩინა1610 წელს.

 განიმედე – მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრია, ის პლანეტა მერკურისაც კი აღემატება, გააჩნია საკუთარი მაგნიტური ველი, არის 4,5 მილიარდი წლის. განიმედეს ზედაპირი ორი სახის რელიეფისგან შედგება, მისი 40 პროცენტი ბნელი და ასტეროიდებისგან დაბომბილია, ხოლო 60 პროცენტი ღია ფერისაა, გრძელი მუქი ღარებით, ეს ღარები სავარაუდოდ, ტექტონიკურმა ძვრებმა ან სულაც სითხის დინებამ წარმოქმნა. მეცნიერთა ვარაუდით, განიმედეს ზედაპირიდან 124 მეტრის სიღრმეზე მარილიანი წყალია, ევროპასგან განსხვავებით, რომელშიც წყალი გაცილებით ახლოსაა ზედაპირთან.

 იო – მზის სისტემაში გეოლოგიურად ყველაზე აქტიური ობიექტია, მისი ზედაპირი გოგრიდის სხვადასხვა ფერის მასით არის დაფარული. იუპიტერის ბატონობა იოზე, გაიგივებულია ნიმფასთან, რომელიც საოცრად იზიდავდა ზევსს. სავარაუდოდ, იოს ლითონის ბირთვი აქვს.

 კალისტო – ზედაპირი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, რადგანაც მან დიდი ომი გადაიტანა ასტეროიდებთან ბრძოლის დროს. ზედაპირი მის ასაკზე მეტყველებს. ასტეროიდული წარმოშობის კრატერების რაოდენობით ის პირველია მთელს მზის სისტემაში, თუმცა არ არის ვულკანური კვალი და მაღალი მთები. კალისტოს ზედაპირი დიდი გაყინული ველია, დაღარული ბზარებითა და კრატერებით, კრატერებით რომლებიც მილიონობით წლის მანძილზე პლანეტათშორისი ნივთიერების ცვენით ჩნდებოდა. მას მკვდარ სამყაროსაც კი უწოდებენ, რადგან მეცნიერთა ვარაუდით, მისი ზედაპირი გეოლოგიურად 4 მილიარდი წელია არ შეცვლილა.

 ევროპა – რაც შეეხება ამ თანამგზავრს, აქ სასიამოვნო სიახლეებია, თეთრმა სახლმა ევროპის საკვლევ მისიას ფინანსები გამოუყო. გაინტერესებთ ალბათ, რატომ დაინტერესდნენ მაინც და მაინც მეცნიერები ევროპათი, ალბათ იმიტომ, რომ მზის სისტემის ობიექტებიდან მას სასიცოცხლო პირობების უზრინველყოფის ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია. ევროპა ზომით მთვარეზე პატარაა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მის გაყინულ ზედაპირთან ახლოს თხევადი წყალია, რომელშიც შესაძლებელია ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ (იუპიტერი).

2 comments

  1. მიყვარს იუპიტერის და მისი მთვარეების თვალიერება ტელესკოპით 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.