განიმედეს ფენოვანი ეკეანე

 ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელირებით დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრ განიმედეში რამდენიმე ოკეანური ფენაა, რომელთა ურთიერთ განლაგება მრავალფენიან სენდვიჩს ჰგავს (NASA).

 მოდელირებამ აჩვენა, რომ განიმედზე სხვადასხვა ტიპის ყინულისაგან შემდგარი ფენებია. ყინულის სიმკვრივე და წყლის მარილიანობა სიღრმის მატებასთან ერთად იზრდება: დანარჩენებზე მსუბუქი ყინულოვანი ფენა თანამგზავრის ზედაპირზეა, ხოლო ყველაზე მარილიანი სითხე, მრავალფენიანი ოკეანის ქვეშ.

 ლაბორატორიული ექსპერიმენტების დახმარებით დადგინდა, როგორ ზემოქმედებს მარილის კონცენტრაცია სითხის სიმკვრივეზე და მონაცემები განიმედეს ოკეანის მოდელირებისთვის გამოიყენეს. სიღრმეში მდებარე ყინული მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშაა, ამიტომ ჩვეულებრივ ყინულზე მძიმე და მკვრივია.

 მეცნიერთა შეფასებით, განიმედეზე 25%-ით მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე, ხოლო სიღრმე 800 კილომეტრს აღწევს. განიმედეზე ოკეანის არსებობის პირველი ნიშნები „გალილეომ“ (იუპიტერის მზვერავები) შეამჩნია. ამისათვის ზონდმა თანამგზავრის მაგნიტური ველი და გრავიტაცია შეისწავლა.

 განიმედე ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრია მზის სიტემაში. ოკეანეების მქონე სხვა ხუთი თანამგზავრიდან ევროპა და კალისტო იუპიტერის თანამგზავრებია, ხოლო ტიტანი და ენცელადი – სატურნის. ასტრობიოლოგთა აზრით, განიმედეს ოკეანის ასეთ აღნაგობას სიცოცხლის პრიმიტიული ფორმების გაჩენის უზრუნველყოფა შეუძლია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.