გიგანტური პოლარული გეიზერები ევროპაზე

 ასტრონომებმა ევროპას სამხრეთ პოლუსზე წყლის დიდი გეიზერები აღმოაჩინეს, რომლებიც იუპიტერის ამ თანამგზავრის ყინულქვეშა ოკეანიდან ამოედინებიან(Science).

 აღმოჩენა „ჰაბლით“ გადაღბული ფოტოების ანალიზით მოხერხდა. მათზე ასტროფიზიკოსებმა უჩვეულო ღრუბლები გამოავლინეს, სამხრეთ პოლუსის რეგიონში. სპექტრომეტრულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ღრუბლებში წყალბადისა და ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება, ანუ მათში წყლის წვეთებია შეწონილი, რომელიც ზემოთ, გეიზერებს ამოაქვთ. გეიზერების სიმაღლე 200 კილომეტრამდე შეიძლება იყოს, ანუ თვითონ ევროპას რადიუსზე 8-ჯერ ნაკლები ზომის(ევროპას ოკეანედან წყალი ზედაპირზეც ამოდის).

 სურათები, რომლებზეც გეიზერებია აღბეჭდილი, „ჰაბლით“ 2012 წელს გადაიღეს. იმავე წლის სხვა თვეში მიღებულ ფოტოებზე ღრუბლებში წყალი არ აღმოჩნდა, არც 1999 წლიდან გადაღებულ ფოტოებზე. მეცნიერთა აზრით, იუპიტერის მხრიდან მოქმედი მოქცევის ძალების გათვალისწინებით, გეიზერების ამოფრქვევა ორბიტის ცენტრიდან შორ წერტილზე ყოფნის დროს უნდა ხდებოდეს.

 ასტრონომთა და ასტრობიოლოგთა შორის ევროპა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან მისი ყინულოვანი საფარის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეა, რომელშიც ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება ბინადრობდნენ(ყველაზე ღრმა ოკეანე მზის სისტემაში). ამის სასარგებლოდ პლანეტათა შორის მეტეორიტების გაცვლის შესაძლებლობაც მეტყველებს. ევროპას ზედაპირის გამოსაკვლევად ბრიტანელმა მეცნიერებმა ზონდი-პენეტრატორი შეიმუშავეს, რომელსაც ყინულის საფარის ქვეშ შეღწევაც შეუძლია. ახლახანს ამ თანამგზავრის ზედაპირზე თიხაც იქნა აღმოჩენილი, რაც ცოცხალი ორგანიზმების აღმოჩენის ალბათობას კიდევ უფრო ამაღლებს. ევროპის კოსმოსური სააგენტო მისია JUICE-ზე მუშაობს, რომელიც იუპიტერისკენ 2022 წელს გაემართება(ქაოსი ევროპაზე; NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის; ორმაგი ფოტო: იუპიტერი და ევროპა; ევროპას შემსწავლელი ზონდი; ენცელადში ოკეანეა).

2 comments

  1. მიკვირს რას ჩააცივდნენ ამ გამხმარ მარსს.უფრო ხელსაყრელი პირობები თუ არის ევროპაზე.მაგრამ ცუდი ის არის რომ სასიცოცხლო ზონაში არ მდებარეობს ეს ტანამგზავრი და იუპიტერისგან დიდ გამოსხივებას იღებს.მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
    შესაძლოა მართლაც იყოს ევროპის ყინულოვანი საფარის ქვეშ ცოცხალი ორგანიზმები.

  2. ხელსაყრელი მიკროორგანიზმებისთის, უფრო რთული ფორმებისთვის, მით უმეტეს ადამიანისნაირებისთვის გამორიცხულია… კოლონიზაციის მცდელობისთვის მარსზე უკეთსი, რაც არუნდა გამხმარი იყოს, ახლო კოსმოსში არაფერი არ არის…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.