ენცელადში ოკეანეა

 ასტრონომებმა ახალი არგუმენტები მიიღეს თეორიის სასარგებლოდ, რომლის მიხედვითაც სატურნის თანამგზავრ ენცელადზე ყინულქვეშა ოკეანე უნდა იყოს. მეცნიერებმა ”კასინიდან” მიღებული სურათები შეისწავლეს. გამოვლინდა დამოკიდებულება ყინულოვანი გეიზერებისა და ენცელადის მდებარეობას შორის სატურნის მიმართ. ეს დამოკიდებულება კი ოკენის მქონე ენცელადის თეორიულ მოდელს კარგად ეთანხმება(NASA).
მეცნიერებმა უამრავი ფოტო შეისწავლეს, რომლებიც ავტომატურმა აპარატმა ”კასინიმ” გადაიღო, 2005 წლიდან დღევანდელ დღემდე. ენცელადის ფოტოებზე თვითონ ციური სხეულის გარდა მისი ზედაპირიდან ამოფრქვეული ყინულოვანი გეიზერებისგან წარმოქმნილი, ყინულის კრისტალებისა და გაყინული გაზებისგან შემდგარი ღრუბლებიც ჩანან, თან ამ ღრუბლების ზომები არ არის მუდმივი. სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების შეთავსებით დადგინდა, რომ გეიზერების აქტიურობა ენცელადის სივრცულ მდებარეობაზეა დამოკიდებული.
 სატურნთან ახლოს ყოფნის დროს გეიზერების აქტიურობა მცირდება. კვლევის წამყვანი მეცნიერის, მეთ ჰედმანის თქმით, ”გეიზერები ბაღის მოსარწყავი რეგულატორიანი გამფრქვევივით იქცევიან. როცა ენცელადი სატურნთან ახლოსაა, ონკანი თითქმის დაკეტილია, ხოლო როცა შორსაა – ონკანი მთლიანად გახსნილია”. გეიზერების ჭავლები ნაპრალებიდან ამოდიან, რომლებსაც სატურნის მძლავრი გრავიტაცია ლამის მთლიანად კეტავს.
 ასტრონომთა შრომა ამ ღრუბლების მაღალმა ელვარებამ შეამსუბუქა. ისინი კარგად ირეკლავენ მზის სხივებს და ამის ხარჯზე ისეთ ფოტოებზეც კი ჩანან, რომლებზეც თვითონ ენცელადი მხოლოდ რამდენიმე ათეულ პიქსელს იკავებს.
 ადრე მეცნიერებს ოკეანის ასრებობის არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავდათ, რომ გეიზერების მიერ ამოტანილი წყალი მარილიანი იყო და არა მტკნარი(ანუ მასში მთის ქანებია გახსნილი და წყალსატევი კლდოვან ბირთვს წვდება). გარდა ამისა, ენცელადის ზედაპირი ძალიან გლუვია, გეოლოგთა აზრით, ეს ზედაპირის მუდმივ განახლებაზე მეტყველებს, ახალი ყინულისა და თხევადი წყლის ხარჯზე.
 პლანეტა-გიგანტების სხვა თანამგზავრები, რომლებშიც თხევადი წყლის ოკეანე შიძლება უყოს, ასტრონომთა აზრით, იუპიტერის ევროპა და სატურნის ტიტანი არიან(ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”კასინი”).

5 comments

  1. da kidev:
    txovna meqneba ise gaaketet dizaini rom komentarebi chandes tu shedzlebt

  2. ჩვენთვის ცნობილი ცოცხალი არსებებიდან(სხვა არც ვიცით) რაც უფრო რთული აღნაგობისაა ის მით უფრო ადვილად იღუპება. ენცელადის მაგვარ პირობებში ადამიანის არსებობა საერთოდ გამორიცხულია. სიცოცხლის უზრუნველსაყოფი მოწყობილობაც კი ძალიან დიდი და რთული იქნება(ვიდრე მარსზე თუნდაც), დღევანდელი ტექნოლოგიებით საერთოდ უზროა ამაზე ფიქრი, მხოლოდ ზონდს თუ გამოიყენებ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.