ენცელადში ოკეანეა

 კოსმოსურმა აპარატმა ”კასინი”-მ სატურნისეულ თანამგზავრ ენცელადში(513 კმ), ზედაპირსქვეშა თხევადი წყლის ოკეანის არსებობის მტკიცებულება მიიღო(Science).

 იმის შესახებ, რომ ენცელადის შიგნით წყალია, მეცნიერები 2005 წლის(ენცელადში ოკეანეა) მერე ალაპარაკდნენ, როცა იმავე ”კასინიმ”, ამ თანამგზავრის სამხრეთ პულუსთან მდებარე ნაპრალიდან ამომავალი წყლის ორთქლისა და ყინულის ჭავლები გადაიღო. თუმცა მაშინ, გეიზერები ოკეანის არსებობის პირდაპირ მტკიცებულებად არ ჩაითვალა: წყალი ზედაპირთან ახლოს გადნებოდა, ენცელადის ყინულოვანი ”ქერქის” შეჯახებით, რამაც ადგილობრივი და მცირე ხანგრძლივობის გათბობა გამოიწვია.

enceladis samxret zolebi  ენცელადის სამხრეთ პოლუსთან არსებული ზოლები მისი წიაღის კრიოსეისმურ აქტიურობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ყინულქვეშა ოკეანის რაიონში.

 როგორ გავიგოთ, არის თუ არა არამიწიერი ყინულის ქვეშ ოკეანე? ”გრავიტაციული ვარიაციების დასადგენად, ჩვენ დოპლერის ეფექტი გამოვიყენეთ, იგივე მეთოდი, რომლითაც პოლიციელები მანქანის მოძრაობის სიჩქარეს გებულობენ. როდესაც ”კასინი”(ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”კასინი”) ენცელადთან ახლოს მოძრაობს, მისი სიჩქარე ციური სხეულის ზემოქმედებით იცვლება სიდიდით, რომლის გაზომვაც ჩვენ გვინდა. სიჩქარეების ცვლილებებს რადიოტალღების სიხშირის მიხედვით ვგებულობთ, რომლითაც თანამგზავრთან ვამყარებთ რადიოკავშირს…” – ამბობს სამი ასმარი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(NASA), ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორი.

 რა მოგვცა გრავიტაციული ვარიეციების გაზომვამ? ენცელადის სიმკვრივე არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, ზედაპირის ქვეშ დიდი, ალბათ ”რეგიონული”(ანუ არა გლობალური) ყინულქვეშა ოკეანეა, სიღრმით 10 კილომეტრი, 30-40 კილომეტრის სისქის ყინულის ქვეშ, 80 000 კმ2, ენცელადის ზედაპირის ფართობის 10%.

 ოკეანე ამ ციური სხეულის სახმრეთ პოლარული რეგიონით შემოიფარგლება და ჯერჯერობით უცნობია, რატომ მაინცდამაინც იქ. სავარაუდოდ, ახლოს მდებარე სატრუნის მოქცევითი ზემოქმედებით გაცხელების გამო(კუმშავს და აცხელებს მის წიაღს; იუპიტერის იო).

 ეს აღმოჩენა ენცელადს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მიმზიდველს ხდის მიკრობული სიცოცხლის თვალსაზრისით მთელს მზის სისტემაში.

 ”ენცელადის სამხრეთ პოლუსთან ახლოს ამოფრქვეული გეიზერები მარილიან წყალსა და ორგანულ მოლეკულებს შეიცავენ, სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო საბაზისო ინგრედიენტებს” – ამბობს ლინდა სფილქერი, პროექტ ”კასინის” ხელმძღვანელი NASA-დან.

 ნაპრალიდან ამოსული წყალი ომდენად თბილია, რომ ზონდისთვის ოკეანეში ჩაღწევა წინასწარი გაბურღვის გარეშე იქნება შესაძლებელი, იუპიტერის ევროპასგან განსხვავებით(გიგანტური პოლარული გეიზერები ევროპაზე), რომელშიც მსგავსი ოკეანის არსებობა არის ნავარაუდევი(სატურნის თანამგზავრების შესახებ; ტალღები არამიწიერ ოკეანეში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.