აღმოჩენილია უძველესი გამოსხივებისა(რელიქტური) და კოსმოსური ინფლაციის – სამყაროს გაფართოება გარკვეულ ზომამდე წამზე მცირე დროში, კვლები(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). ასეთი განცხადებით გამოვიდა 70 მეცნიერისაგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი, რომლებიც პროექტში – POLARBEAR, მუშაობენ(ადრეული სამყარო).
POLARBEAR-ი არის ექსპერიმენტი, რომელიც უდაბნო ატაკამაში1(ჩილე) ჯეიმს ექსის სახელობის ობსერვატორიაში დამონტაჟებული ტელესკოპის – ”ხუან ჩანი”, საშუალებით ტარდება. მენციერები დიდი აფეთქებისგან დანარჩენ გამოსხივებას სწავლობენ: სამყაროს გაფართოებასთან ერთად ის მთელს სივრცეში გაიფანტა და მიკროტალღურ დიაპაზონამდე გაცივდა. ახალი ტელექსკოპით ამ გამოსხივების მაქსიმალურად ზუსტი გაზომვები ჩატარდა.
პროექტის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი დაკვირვება(97,2 პროცენტიანი ალბათობით) კოსმოსური მტვრისგან შემოტანილი ხარვეზებისგან სრულიად თავისუფალია. ”დარწმუნებული ვართ, რომ რელიქტური გამსოხივების B-მოდა ბუნებით არა გალაქტიკური, არამედ კოსმოლოგიურია” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი კემ არნოლდი.
გაზომვები ბალომეტრებით ხორციელდებოდა – ოპტიკური გამოსხივების სითბური მიმღებებით, რომლებითაც სინათლის ტალღებს ცის სხვადასვა მონაკვეთებზე აკვირდებოდნენ(ელექტრომაგნიტური გამოსხივება; სითბო). ახალი ბალომეტრებით სინათლის დანახვა ზემაღალი გარჩევადობით მოხერხდა, დაახლოებით სავსე მთვარის მეათედის ფარგლებში(3 კუთხური წუთი).
მომავალ წელს აქ კიდევ ორი ახალი ტელესკოპი დამონტაჟდება, კიდევ უფრო მაღალი მგრძნობელობის გადამწოდებით, რომლებიც ერთდოულად რადმენიმე დიაპაზონში იმუშავებენ. ახალი ინსტრუმენტები სამყაროს ინფლაციის კვლების მოძებნას დააჩქარებენ, ასევე ნათელს მოჰფენენ მის გრავიტაციულ სტრუქტურას(ყოვლისშემძლე ინფლაცია).
2014 წლის მარტში რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციის პირველი სურათის მიღების შესახებ ობსერვატორია BICEP2-ში მომუშევე მკვლევარებმა განაცხადეს. თუმცა, კოსმუსრი ობსერვატორია ”პლანკი”-ს ჯგუფმა გაარკვია(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები), რომ BICEP2-ის მიერ მიღებული ”ძველი” სიგნალის ძალის დიდი ნაწილი ცის ზოგიერთ ნაწილებში არსებული კოსმოსური მტვრით შეტანილი ხარვეზებით იყო განპირობებული(გრავიტაციული ტალღები თუ მტვერი?!; ტელესკოპმა გრავიტაციული ტალღები „დაინახა“;რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).